სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

ანრი ოხანაშვილი: „სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური სისტემისა და პრობაციის სამსახურის განვითარებაზე.

„სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას და იზრუნებს ამ სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებაზე, ასევე, პრობაციის სამსახურის განვითარების კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. საუბარია შემდეგ საკითხებზე: გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები პენიტენციურ დაწესებულებებში;  ყურადღება გამახვილდება მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამებზე, ასევე, საჭიროების მიხედვით, შემუშავდება ახალი პროგრამები და გაიზრდება პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობა.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რა თქმა უნდა, აქ ჩვენს კოლეგა მეგობარ უწყებებთან ერთად მოგვიწევს კოორდინირებული მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. აქაც გავაგრძელებთ მუშაობას არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა პრევენციაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება და იქ, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები სჩადიან კონკრეტულ გადაცდომებს, ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი ჰუმანური საერთაშორისო სტანდარტების მექანიზმების არსებობა და ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ, ასევე, აღდგენითი მართლმსაჯულების კუთხით, ისევე, როგორც განრიდებისა და მედიაციის პროგრამების დახვეწასა და შემდგომ განვითარებაზე“, ‒ განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ანრი ოხანაშვილი: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანრი ოხანაშვილი: „ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რომ ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, უყვართ სამშობლო და...

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა  პოზიციაზე წარდგენისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა დეპუტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩემი ამ პოზიციაზე წარდგენისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და რომ ვიმუშავებ ჩვენს სამთავრობო გუნდთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებსაც უყვართ ჩვენი სამშობლო და რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.  ამ მხრივ განსაკუთრებული როლი გაქვთ პარლამენტის წევრებს და შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იქნება თქვენთან მუშაობა. ის გამორჩეული გამოცდილება, რომელიც თქვენთან ერთად შევიძინე, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი იქნება“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი 25 ნოემბერს წარადგინა.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბოსნია დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ნინო ბუხრიკიძემ, შეტევა კი გოლით კესო მეტონიძემ დააგვირგვინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 19-წლამდე გოგონებმა პირველი მატჩი მოიგეს. ჩვენი ჯგუფის მეტოქეებიდან უელსმა ლიეტუვა 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში 29 ნოემბერს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო 2 დეკემბერს – ლიეტუვას. ორივე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. პირველი რაუნდის შემდეგ A ლიგაში B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.

რატი იონათამიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატზე და მის თვისებებზე საუბრობს.მისი თქმით, კანდიდატი უნდა იყოს პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი."მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობაზე, თუმცა შემიძლია ვთქვა კრიტერიუმები, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი და პროფესიონალი და პატრიოტი. ამ თვისებებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც ადამიანი პროფესიონალია, პატრიოტია და თან პატიოსანი, მან კარგად იცის ეროვნული და ტრადიციული ღირებულებები, ასეთი ადამიანი სახელმწიფოებრივად აზროვნებს. რაც ჩამოვთვალე, ამის საპირისპიროა ჩვენი ბოლო პრაქტიკა და გამოცდილება, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე თავზე იხევს კონსტიტუციას. ის ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას და შემდეგ ისევ სახელმწიფოს სახელით გველაპარაკება,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ბოლო სიახლეები