ეს არის არაჯანსაღი პროცესი. შესაბამისად, სახალხო დამცველობის ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება მხარდაჭერილი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციაზე პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მათ ულტიმატუმის ენით ესაუბრება – ან აირჩევენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ან თუ ეს ასე არ იქნება, სხვა კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ.
„ქართული ოცნების“ გუნდმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა ისეთი კანდიდატებისთვის მხარდაჭერა, რომლებიც კვალიფიციურობისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არავითარ კითხვის ნიშანს არ გააჩენდა. ჩვენი პრინციპი მდგომარეობდა იმაში, რომ ავირჩიოთ და ჩვენს საზოგადოებას ჰყავდეს სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და რომელიც იქნება კვალიფიციური. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ კრიტერიუმებს არ ეყრდნობიან. პრაქტიკულად, ისინი ულტიმატუმის ენით გვეუბნებიან – ან ავირჩევთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ან თუ ეს ასე არ იქნება, სხვა კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ. ეს არის არაჯანსაღი პროცესი. შესაბამისად, ამიტომ, ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება მხარდაჭერილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
სახალხო დამცველის კანდიდატზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ. მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ულტიმატუმის ენით საუბარი არ შეწყვიტა და შემცირებული სიიდან არავინ დაასახელა, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება მიიღეს. მმართველი გუნდი არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს და პროცესი საგაზაფხულო სესიაზე გაგრძელდება. ანალოგიური გადაწყვეტილებაა მიღებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებზეც.