ანრი ოხანაშვილი: „ენჯეოები“ თუ ამბობენ, რომ ყველაფერი აქვთ გასაჯაროებული, რატომ არის მაშინ პრობლემა, რომ თავი მოუყარონ ამ ინფორმაციას და საზოგადოებას გააცნონ?

Read Time:1 Minute, 28 Second

მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს] რაღაც აღელვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ფინანსური დეკლარაციის საზოგადოებისთვის წარდგენაზე უარი თქვან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ „გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ამ კანონპროექტით ფიზიკურ პირებს არ ვეხებით, ამაზე მანიპულაციას ხშირად აქვს ადგილი, მაშინ როდესაც ეს ეხება ორგანიზაციებს და მაშინ როდესაც ეს კანონპროექტი არის ევროკავშირში წარმართული დისკუსიის ანალოგი (ევროკავშირში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს მსგავსი კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით). მათ რაღაც აღელვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ფინანსური დეკლარაციის საზოგადოებისთვის წარდგენაზე უარი თქვან. ეს ხალხი ამბობს, რომ ისინი მათ ვებგვერდზე ინფორმაციას ათავსებენ, მაგრამ არ სურთ, რომ დეკლარაციის სახით წარედგინონ საზოგადოებას ანგარიში. მათ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არის ძალიან ზოგადი და მშრალი ინფორმაცია. ესეც მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ხვალ რომ მათ თქვან რომ აღარ სურთ ამ ზოგადი ინფორმაციის გავრცელებაც კი, არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მათ დაავალდებულებს, რომ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინონ ფინანსური აქტივების შესახებ. რაც შეეხება იმას, როცა გადაწყვეტენ თავად რა სახის გრანტის დეკლარირება უნდა მოახდინონ შემოსავლების სამსახურში, ესეც არის ფინანსური საიდუმლოება და ამაზე მოქალაქეებს წვდომა ვერ ექნებათ. ცალკე საკითხია კიდევ რა ტიპის ინფორმაციას უგზავნიან შემოსავლების სამსახურს, რადგან აქაც დიდი სივრცეა მათი მხრიდან, რომ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდონ, გარკვეული კი – არა.

ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ისეთი ტიპის ბიუროკრატიას, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობას შეაფერხებს. რა თანხა მიიღო ორგანიზაციამ, რა მიზნით, რა პერიოდში, რა მიზნით ხარჯავს, რა შედეგი მიიღო და როგორ არის ადმინისტრირებული – ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი. პირდაპირ წერია კანონპროექტის პირველ მუხლში, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არ არის რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და მითუმეტეს მათ საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა. ამ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, რომ საზოგადოებამ ლეგიტიმურად იცოდეს, რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რა მიზანს ხმარდება ეს თანხა და ხომ არ აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას ინტერესი, რომ კონკრეტული თანხები არ გაასაჯაროონ. თუ ეს ორგანიზაციები ამბობენ, რომ ყველაფერი აქვთ გასაჯაროებული, რა არის მაშინ პრობლემა, რომ თავი მოუყარონ ამ ინფორმაციას და საზოგადოებას გააცნონ?“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: მართალ კაცს არაფრის არ უნდა ეშინოდეს, ესე იგი, რაღაცას მალავენ, კითხვა სწორედ აქ გვაქვს – რას უმალავენ ქართველ ხალხს არა მარტო ჩვენი ენჯეოები, არამედ მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა