ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია.
მოსამართლემ თერთმეტივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.
დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა.
დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას აყენებდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს სთავაზობდნენ.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა 1000 ლარიანი, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა 10 000- ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.