ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

ანდრო ჭიჭინაძე – ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან

ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მანაც და სხვა ბრალდებულებმაც საკუთარი სიტყვა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა.

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა სხდომაზე რაც გადაწყვეტილებაც მიიღეთ ამის გამო, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ მოსამართლე გვისმენს.

მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არც 28 ნოემბერს და არც მანამდე არ დაწყებულა, პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. ვხედავდი ერთის მხრივ, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მეორეს მხრივ, ვხედავდი იმ შიშს, რომელიც მაშინ არსებობდა. მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატომ შეძლება ადამიანის აზრის გამოხატვა საშიში იყოს. ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისეთი დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც დიდი პროტესტი უნდა ყოფილიყო და როგორიც მაგალითად დღეს არის. უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არაა განწყობილი მთავრობის, მინისტრების ან ვინმეს მიმართ კი არა, საკუთარი თავის მიმართ, თუ კრიტიკული არ ხარ საკუთარი თავის მიმართ, ეს კონფორმიზმია რბილად რომ ვთქვათ.

რაც შეეხება 28 ნოემბერს და შემდეგ განვითარებულ დღეებს, ძირითადად, პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 29 ნოემბრის გარდა, სულ პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, მათ შორის იყვნენ საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები, ექიმები, მსახიობები. ერთადერთ დღეს, 29 ნოემბერს შევიცვალე ლოკაცია, როცა გავიგე რომ ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასთან ახლოს იყო, სხვათა შორის, არ გამომყვა, იქ დარჩა, მაგრამ ასვლისთანავე შუშის ბოთლი გამოფრინდა და მომხვდა ფეხში…

დავამატებ, რომ იმ პერიოდში ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები, სადაც ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი ზრდილობიანად და მშვიდობიანად უნდა გამოგვეხატა.

ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გედავებიან”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა,ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას-ირაკლი...

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თავდაცვის ძალებმა საკუთარი ისტორია გმირობითა და სისხლით დაწერეს.მისი განმარტებით, ქართული ჯარისადმი საყოველთაო ნდობა და სიყვარული სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული.„ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას“, – განაცხადა მინისტრმა.ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარის დღე მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს და განაცხადა, რომ მათ ყველგან და ყოველთვის, სადაც უბრძოლიათ, საუკეთესოდ წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და მისი გაუტეხელი ბუნება.თავდაცვის ძალების 34 წლის იუბილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

კახა კალაძე – საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა

საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.„ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და მინდა, კვლავაც ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები – არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.„არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან, ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა – ბატონყმური დამოკიდებულება. ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება „დიფ სთეითთან“ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლას, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ამ პროცესს.„არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკვირდებით პროცესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება იყო. პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ის ჯერ დამარცხებული არ არის. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის დამარცხებული იქნება და ამას შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენზე და ჩვენთან ურთიერთობებზეც. არ იფიქროთ, რომ აშშ-ში ყველაფერი დალაგებულია. იქაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ჩემო მფარველო ანგელოზო“ – მარიამ მდივანი ძმას ემშვიდობება

ცნობილ მსახიობს და "ტიკ-ტოკერს", თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.გიორგი მდივანი დღეს დაკრძალეს.გიოს ემოციურად ემშვიდობება მისი და, მარიამ მდივანი:„ჩემო მფარველო ანგელოზო... მე შენ ყოველთვის მეყვარები“,- წერს მარიამი. „გიო გული ამოგვაგლიჯე ჩემო კეთილო, მხიარულო და თბილო ბიჭო!...  ასეთი ტკივილი პირველად განვიცადეთ, ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებ ეს რა ტრაგედია დაგვტრიალებს თავს.. არ ვიცი როგორ ვანუგეშო თამუნა, კუკა, სალომე და მარიამი... განადგურებულები ვართ. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ვილოცოთ შენთვის“,- წერენ გიოს ახლობლები.ცნობისთვის, ნათლიის გავრცელებული ინფორმაციით, გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

კახა კალაძე – დაფინანსებები შემოდიოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი შეასრულებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციური პროცესები იმართებოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ადამიანები მოეყვანათ. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უცხოელ დიპლომატებთან ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, არ იფიქროთ, რომ ხორციელდება ადგილობრივების, ე.წ. ქართული ოპოზიციის ხედვებით, ან მათ აქვთ რამე მოფიქრებული, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ყველაფერი იმართება უცხოეთიდან, უცხოელების კარნახით. ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობები. ყველაფერი შემოდიოდა უცხოეთიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოეყვანათ მათთვის სასურველი ადამიანები, აგენტურა, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი და თვალდახუჭული შეასრულებენ. ეს არის მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს გარედან არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა, ქვეყანაში რამე დაძაბულობა შემოიტანონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება, დიდი ხანია, საუბრობს.„ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს დაწყებული საუბარი ამაზე. თავიდან შეიძლება, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, თუმცა, ეს ყველამ დაინახა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები – USAID-ი, NED-ი პირდაპირ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ორგანიზებული იყო და არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა. რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის. თუნდაც 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ. ხომ ყველამ ვიცით, ის პარალელური დათვლები ვისი დაფინანსებული იყო. საზოგადოება რომ მოატყუეს, თითქოს აცდენილი იყო, არადა, რეალურად ერთი ერთში იყო ცესკო-ს მიერ მიღებული მონაცემები და მათი პარალელური დათვლების შედეგი. ასეთი რაღაცები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება და სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიების – „ახლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილს 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ანა ყურაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.„4000-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. თავს დამნაშავედ მაინც არ ვთვლი, რა ფაქტსაც მედავებიან, ის ფაქტი არ ჩამიდენია. ფიზიკურად არ ვყოფილვარ იმ წამს იქ. რეჟიმი ისე იქცევა, რომ აქტიური ადამიანების დასჯა უნდა, მაგრამ დაშინებულზე მეტად, გაბრაზებული ვარ და ასმაგად ვიბრძოლებ“, – განაცხადა ანა ყურაშვილმა.მირანდა ბაღათურიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიციელის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო.„პირდაპირ ცრუ მოწმის, მირიან ქავთარაძის დაკვეთა იყო ეს. აი, აქ დგას, პროცესის მიმდინარეობისას ეზოში მანქანაში. მოიყვანა თავისი მონა მომწეები და აკონტროლებდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვერცერთმა ვერ დამადო ხელი. ძალიან უნდოდათ პატიმრობა, მაგრამ მიხვდნენ, რაც ხდებოდა გარეთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო პროცესზე და არ ქნეს, თუმცა შსს-ს ძალიან უნდოდა მე და ანა ყურაშვილი გავეშვი პატიმრობაში“, – განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.

ბოლო სიახლეები