სამშაბათი, მაისი 13, 2025

ანდრია გვიდიანი-„ნაცმოძრაობა“ ნეიტრალიტეტის თემაზე გაღმა შეედავე – გამოღმა შეგრჩებას პრინციპით მოქმედებს

„სააკაშვილის ბოდვის შემდეგ, როცა გააცნობიერეს მათი მავნებლობის მასშტაბი შეეცადნენ ამ თემისგან დისტანცირებას და საკითხის სხვაზე გადაბრალებას. არაერთხელ გვინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ გაღმა შეედავე – გამოღმა შეგრჩებას პრინციპით მოქმედებს. ეს მათი სტილია და აქაც სიახლე არაფერია“, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ნეიტრალიტეტის თემაზე.

მისი თქმით, დღეს ნეიტრალიტეტის განხილვა სისულელეა როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისითაც. ამდენად, ამ თემაზე ლაპარაკი მავნებლობაა და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო და სუვერენულ ინტერესებს.

„გამორჩეული შეუგნებლებისთვის მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო. ნაცმოძრაობის უვიცი ტელევიზიების და მათი უვიცი აქტივისტების მიერ, იაფფასიანი მეთოდებით ხდება ე. წ. ნეიტრალიტეტის საკითხის აქტუალიზაცია. სამწუხაროდ, ჩემი პოსტის სქრინებს დაათრევენ აქეთ-იქით და მათი სატელევიზიო კლოაკებიდან ტირაჟირებენ, თითქოს რაიმე კონტექსტში ვახსენე ნეიტრალიტეტის თემა. უბრალოდ ყურადღებას აღარ გავამახვილებ იმაზე, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარის მწვავე დეფიციტი აქვთ. საერთოდ არსად არანაირ კონტექსტში მიხსენებია და აზრადაც არ მომსვლია ამ თემაზე რაიმეს თქმა, ამიტომ უბრალოდ გაუგებარია ის ისტერიკა, რაც მათ მოაწყვეს. რაც შეეხება უშუალოდ საკითხს პირველი – სინამდვილეში 17 მარტს აბსოლუტურად უაზროდ, უკონტექსტოდ და უშინაარსოდ ნეიტრალიტეტის საკითხი სააკაშვილმა გაააქტიურა.

სწორედ ის იყო „პირველი მერცხალი“ და მომდევნო რამდენიმე დღე ყველა პარტიული სპიკერი და მათი ტელევიზიები ამ თემის განხილვით იღლებოდნენ. მეორე – სააკაშვილის ბოდვის შემდეგ, როცა გააცნობიერეს მათი მავნებლობის მასშტაბი შეეცადნენ ამ თემისგან დისტანცირებას და საკითხის სხვაზე გადაბრალებას. არაერთხელ გვინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ გაღმა შეედავე – გამოღმა შეგრჩებას პრინციპით მოქმედებს. ეს მათი სტილია და აქაც სიახლე არაფერია. მესამე – გლობალურ პოლიტიკაში არსებული ქაოსის ფონზე, დღეს საქართველოს ნეიტრალიტეტზე რაიმე სახით საუბარი, შეუთავსებელია არსებულ დროსა სივრცესთან. შესაბამისად, ვერცერთ შემთხვევაში ეს თემა უბრალოდ ვერ იქნება შინაარსობრივი დისკუსიის საგანი. მეოთხე – დღეს ნეიტრალიტეტის განხილვა სისულელეა როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისითაც.

ამდენად, ამ თემაზე ლაპარაკი მავნებლობაა და ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო და სუვერენულ ინტერესებს. მეხუთე – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ცალკე ნეიტრალიტეტის განხილვა სიგიჟეა. ეს საკითხი არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. შესაბამისად, როგორც საქმით, ისე სიტყვით ხელისუფლება აგრძელებს პროდასავლურ კურსს. ამას ყველა ხედავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეექვსე – რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტის გამოცხადება გამოსავალი არ არის და ფაქტია, არც ნეიტრალიტეტშია ჩვენი უსაფრთხოების გასაღები. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვა უბრალოდ წყლის ნაყვაა. მეშვიდე – რაც შეეხება იმ სიშტერეს, რომ თითქოს ჩემი Facebook სტატუსით სინჯავს „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ აზრს. დამერწმუნეთ, თუ ქართულ ოცნებას რაიმეს გაჟღერება სურს, იმდენი მექანიზმები აქვთ, არაფრის თქმა არ გაუჭირდებათ. P.S. – უსამართლოდ სხვაზე ხელების შეწმენდა არ გამოგივათ. ამას არ გაგიტარებთ იმიტომ, რომ ამორალურია რასაც ამ საკითხზე კადრულობთ და ცდება უწყინარი კინკლაობის ფარგლებს“, – წერს გვიდიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს 13 დეკემბერს უმასპინძლებს

საქართველოს პირველი არხი და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება.საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა. საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული.„მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, საქართველო სიხარულით მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გამორჩეული შოუს ჩატარება და გვჯერა, რომ ეს იქნება განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს დაუტოვებს როგორც ახალგაზრდა მონაწილეებს, ისე მაყურებლებს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დირექტორმა, მარტინ გრინმა.„ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისში ისევ ვუმასპინძლოთ საბავშვო ევროვიზიას. ეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და მიზნად ვისახავთ, შოუ იყოს უფრო მასშტაბური, ვიდრე ოდესმე. მოუთმენლად ველით, მსოფლიოში ცნობილი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა არტისტებს, გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოდან და გავუზიაროთ ჩვენი მდიდარი კულტურა, მემკვიდრეობა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.ევროვიზიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნათია მშვენიერაძემ განაცხადა: „2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი დაუვიწყარი გამოცდილება იყო. წელს ჩვენი მიზანია კიდევ უფრო სანახაობრივი შოუს გამართვა, რომელსაც მომავალი წლების განმავლობაშიც კვლავ ექნება გამოხმაურება“.2025 წლის საბავშვო ევროვიზიის გამართვის ადგილის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში გამართულ ქართული კულტურის დღეზე გაკეთდა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ შვეიცარიაში საქართველოს ელჩი, შოთა გეწაძე და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე და მედია დირექტორი ჟან ფილიპ დე ტენდერი.2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას იღებენ 9-დან 14-წლამდე შემსრულებლები მთელი ევროპის მასშტაბით და არა მხოლოდ. თითოეული მათგანი წარადგენს ორიგინალურ სიმღერას ახალგაზრდობის, მუსიკისა და მრავალფეროვნების აღსანიშნავად. კონკურსის ჩატარების ადგილის, სლოგანის და მონაწილეთა შემადგენლობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.შეგახსენებთ, რომ მეოთხე გამარჯვება საქართველომ 2024 წელს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ კონკურსზე მოიპოვა, როცა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი, რეკორდული 239 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული გამარჯვებით საქართველომ საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობის უფლება უკვე მეორედ მოიპოვა.

გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე – გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება – ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ...

გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოციალურ ქსელში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით წერს.მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება და ამით მხოლოდ დადებითს მიიღებს ქვეყანაც და ხელისუფლებაც.„გამოუშვით ეს ადამიანები! ამით მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას. დამიჯერეთ, მათი ციხეში ყოფნა, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების გაუბედურება არ უხარია საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენი მომხრეების დიდ ნაწილსაც, რასაც პირდაპირ სავარაუდოდ არ გეუბნებიან.ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება, უფრო მეტიც, ამის გაკეთება აუცილებელია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არცერთი ადამიანი, ვინც გადაამეტა ძალაუფლებას, არ დაგისჯიათ. ჩვენი საზოგადოებისთვის ამგვარი სიხისტე და ადამიანური კომპრომისის გამორიცხვა, რის დემონსტრირებასაც ცდილობთ, არც ბუნებრივია და არც მისაღები. ასე ხისტად და თანაც ცალმხრივად სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ამით მხოლოდ უსამართლობის განცდის და უარყოფითი მუხტის დაგროვებას შევუწყობთ ხელს.გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებითს მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც,“ – მიმართავს გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებას.

CNN: ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დამოკიდებულია იმაზე, ჩავა თუ არა პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.„ახლა ყველაფერი ძალიან დინამიურია. ბევრმა არაფერი იცის იმის შესახებ, როგორი იქნება ხუთშაბათი“, - აღნიშნა წყარომ.წყაროს თქმით, ტრამპის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა დიდ ზეწოლას ახდენს პუტინზე.აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, ტრამპი ჩავა თუ არა სტამბოლში, მისი სპეციალური წარმომადგენლები კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი გეგმავენ, დაესწრონ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს დამკვირვებლების სტატუსით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ღია კარის დღეების ფორმატში, აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები აბიტურიენტებთან და საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან ღია კარის ფორმატში შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა, სამი დღის განმავლობაში, თბილისის #10 საჯარო სკოლის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, IT ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა მსოფლიოში, შესაბამისად, ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება მზარდია. მისი თქმით, შეხვედრების მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა და STEM და IT მიმართულების პროგრამები, როგორიცაა: ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინჟინერია, მათემატიკა და საინჟინრო ფიზიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ახალგაზრდა თაობა ამ აქტუალური პროფესიებით დააინტერესოს.„ღია კარის ფორმატში რეგულარულად ვხვდებით როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს. ჩვენი მიზანია, სამიზნე ჯგუფებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, გავაცნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ფაკულტეტის შესაძლებლობები, სასწავლო ინფრასტრუქტურა, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ ჩამოუვარდება ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას.სამი დღის მანძილზე, თბილისის #10 საჯარო სკოლისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრი, მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმების, ასევე, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესახებ. რაც მთავარია, ახალგაზრდებს ვესაუბრეთ კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და იმ ბენეფიტებზე, რასაც პროგრამების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები მიიღებენ.საგულისხმოა, რომ ღია კარის ფორმატის შეხვედრები ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამების პოპულარიზაციის პროცესში ჩვენი სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს, ჩვენთან ერთად უმასპინძლეს სტუდენტებმა: მირიან შამათავამ, მარიამ ქავთარაძემ, ანა ტვილდიანმა და ამანდა კვაშილავამ, ასევე, დოქტორანტებმა - მირანდა ღვალაძემ და მარიკა მოდებაძემ.ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობები STEM და IT მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებით, რაც, უდავოდ, ძალიან პერსპექტიული და ყველა დარგისთვის საჭირო სპეციალობებია“, - ამბობს თალიკო ჟვანია.სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ღია კარის დღეების ფორმატში, ყოველკვირეულად, თბილისისა და რეგიონების რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლებს.

საბა ბაღდავაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (-81კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის ფინალში ბაღდავაძემ ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა.დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი გიორგი ქალდანმაც (-70კგ) მოიპოვა. მან ფინალში იაპონელ მოწინააღმდეგეს სძლია.შედეგად, პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატი 15 მაისს დასრულდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)საბა ბაღდავაძე (-81 კგ)მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)რამინი ყიფშიძე (-95 კგ)გიორგი ბერიძე (-95 კგ)J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)გიორგი ქალდანი (-70 კგ)ბაჩუკი შელია (-81 კგ)ზვიად გოგოჭური (-95 კგ)ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)

ბოლო სიახლეები