პარასკევი, თებერვალი 7, 2025

ანდრაშ ლასლო USAID-ზე: ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის

ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ USAID-ის საქმიანობაზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ თუ USAID ნაკლებად შეძლებს ორგანიზაციების დაფინანსებას, ეს იქნება კარგი ნიშანი.

„USAID ძალიან აქტიურად მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში და ვისაც აქვს გამოცდილება, ვინც იგრძნო საკუთარ ქვეყანაში USAID-ის მუშაობა, მათ შეუმჩნევიათ ამ ორგანიზაციის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ჩარევა, პროექტები. მათი საქმიანობის შეფასება ძალიან საინტერესო პროცესია და ეს ახლახან დაიწყო. ჩვენ ჯერ რამდენიმე ინფორმაცია ვიხილეთ და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც გარკვეულწილად სამომავლოდ ევროპულ პოლიტიკას განსაზღვრავს.

ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო არაპირდაპირი ჩარევა პოლიტიკაში, არჩევნებში, დემოკრატიაშიც კი.

რამდენიმე წლის წინ უნგრეთში მივიღეთ კანონი არასამთავრობოების გამჭვირვალობის შესახებ და ეს ეხება უცხოურ დაფინანსებას. მსგავსი კანონი ბევრ სხვა ქვეყანას აქვს და მათ შორის, საქართველოსაც. მნიშვნელოვანი იყო კანონი იმის გამო, რომ უცხოური გავლენა გახშირდა, ისეთი ფართო სპექტრი მოიცვა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას, არჩევნების უსაფრთხოებას, ერთიანობას და დემოკრატიას დაუკავშირდა.

თუ USAID პარტნიორების დახმარებით ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად შეძლებს ორგანიზაციების დაფინანსებას, არ ექნება უნარი ჩაერიოს დემოკრატიაში, მაშინ ეს იქნება კარგი ნიშანი და წლების განმავლობაში არასამთავრობოების გამჭვირვალობასთან, მათ დაფინანსებასთან დაკავშირებულ ბრძოლას გაცილებით მეტად გააიოლებს, არარელევანტურს გახდის და უფრო მეტიც – დაასრულებს, რადგან მათი აქტივობა შეიძლება, უბრალოდ გაჩერდეს.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები აშშ-თან დაეფუძნება გულწრფელ დამოკიდებულებას, დიპლომატიას და პოლიტიკურ დიალოგს. აღარ იქნება საჭირო შემოვლითი გზებით, უკანა მხრიდან შეთანხმებები, ბუნდოვანი დაფინანსებები, რასაც აშშ მიმართავდა ბოლო წლებში”, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დავით მათიკაშვილი „ფარას“ ანალოგზე: ვითხოვთ, რომ ქვეყანა ნეგატიური გავლენებისგან იყოს დაცული

ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც საშუალება მისცა მთელს მსოფლიოს ენახა თუ ვინ ცდილობს აშშ-ში კონკრეტული გავლენის მოსაპოვებლად ძალიან დიდი თანხების დახარჯვას. ზუსტად ანალოგიურს ვითხოვთ ჩვენ საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც აშშ-ი წლების განმავლობაში დაიცვა უცხოური გავლენებისგან. ამავდროულად, ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც საშუალება მისცა მთელს მსოფლიოს ენახა თუ ვინ ცდილობს აშშ-ში კონკრეტული გავლენის მოსაპოვებლად ძალიან დიდი თანხების დახარჯვას. ზუსტად ანალოგიურს ვითხოვთ ჩვენ საქართველოში. ვითხოვთ, რომ ქვეყანა ნეგატიური გავლენებისგან იყოს დაცული და იყოს გამჭვირვალე“, - განაცხადა მათიკაშვილმა. მმართველი გუნდი ამერიკული ფარას პირდაპირი ასლის მიღებას გეგმავს.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გმობს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს სასამართლოს თანამშრომლებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ჰააგის სასამართლოს თანამშრომლებს. ჰააგის სასამართლოს განცხადებით, ტრამპის განკარგულება ძირს გამოუთხრის მის სამართლებრივ მუშაობას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თავის მონაწილე 125 სახელმწიფოს მოუწოდებს, ერთიანად დადგნენ სამართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. „სასამართლო მტკიცედ უჭერს მხარს თავის პერსონალს და პირობას დებს, რომ გააგრძელებს სამართლის უზრუნველყოფას და მსოფლიოს მასშტაბით სისასტიკის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლისთვის იმედის მიცემას ნებისმიერ სიტუაციაში“, – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს განცხადებაში. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის მოქალაქეებისა და აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, წინააღმდეგ გამოძიებებზე.

თინა ბოკუჩავა: მიხეილ სააკაშვილი იდევნება იმიტომ, რომ მან ქვეყანა არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ააშენა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანას გზა გაუკაფა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ

“სასამართლო არის პოლიტიკური დევნის იარაღი ივანიშვილის ხელში და ამის თვალსაჩინო მაგალითია მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იდევნება რუსული რეჟიმის მიერ.” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. "სასამართლო არის პოლიტიკური დევნის იარაღი ივანიშვილის ხელში საქართველოს მოქალაქეების და მე ვიტყოდი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იდევნება ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ იმიტომ, რომ მან ქვეყანა არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ააშენა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანას გზა გაუკაფა ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის და ყველაზე ადრე და ყველაზე თამამად აკრიტიკებდა ივანიშვილს რუსული საქმისთვის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ რა თქმა უნდა, მოლოდინი არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკური დევნისთვის გაგრძელდება რუსული რეჟიმის ხელში, მათ შორის სასამართლოს გამოყენებით და დღევანდელი გადაწყვეტილებაც იქნება ამისი მორიგი თვალსაჩინო მაგალითი.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

ეს ნიგერიელი დიზაინერი თავისი „ოთხგანზომილებიანი“ მოდურით აფრქვევს

 სტილი წარმოდგენილია მის კოლექციაში "Africa to the World", რომელშიც წარმოდგენილია დიზაინი, რომელიც აფრიკული კულტურის ელემენტებს ავსებს ფერად ანკარის ქსოვილებში . თითოეული დიზაინის შექმნას ოთხიდან რვა კვირა სჭირდება, საგულდაგულოდ გააზრებული გეომეტრიული ფორმების გამოყენებით სიღრმის ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად და შაბლონები, რომლებიც მას აღწერს, როგორც "მოძრავი ოთხგანზომილებიანი გზით". ”მე მივხვდი, რომ დიზაინის დროს პითაგორას თეორემა ამოქმედდა”, - თქვა ოლიზეჰ-ამაიზემ და მოიხსენია სამკუთხედის გვერდებს შორის ურთიერთობის გამოთვლის ფორმულა. „ჩემი დიზაინი მთლიანად მათემატიკაა. თქვენ უნდა იფიქროთ ფორმებზე და თუნდაც გამოთვალოთ ფორმები, რომლებიც არ არსებობს“. "პირამიდები" არის მუხლებამდე კაბა, რომელიც დამზადებულია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანკარის ქსოვილისგან და შთაგონებულია გიზას პირამიდებით, მონაცვლეობით განლაგებული პრიზმის მსგავსი ფორმებით. "Mpi" არის Oliseh-Amaize-ის შეხედულება უნივერსიტეტის ქურთუკზე, რომელიც მორთულია ამობურცული კონუსების რიგებით, ცხოველთა რქებზე, რომლებიც გამოიყენება ნიგერიის ტრადიციულ იგბო კულტურაში ქორწილებისთვის, მეთაურის ტიტულებისა და მუსიკალური ინსტრუმენტისთვის. „პირამიდებისთვის მე გამოვიყენე გეომეტრიული გამოთვლები, რაც ძალიან რთული ტექნიკაა მოდის დიზაინში“, - თქვა ოლიზეჰ-ამაიზემ, ხოლო Mpi-სთვის, „მე ქსოვილის გეომეტრიულ ზომებში მანიპულირება მოვახერხე თითოეული ამ რქის შესაქმნელად. მე მეგონა, რომ ამ შთაგონების შესრულების ნამდვილი სილამაზე უფრო დიდი გავლენა იქნებოდა, თუ ისინი ყველა ერთად მყავდა კლასტერში სამოსის გარშემო.”

მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია საერთო ფრონტის შექმნა, ამიტომ ვაშაძის მოწოდებაში ახალი არაფერია – თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, პირადად, მე არაერთხელ ვსაუბრობდით გაერთიანების აუცილებლობაზე, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გიორგი ვაშაძის მიერ ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა. მისი შეფასებით, გიორგი ვაშაძის მოწოდებაში ახალი არაფერია და იმედოვნებს, რომ ერთიანობის ნაწილი იქნება ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული სახელმწიფო და ქვეყნის ევროპული მომავალი. „„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, პირადად, მე არაერთხელ ვაჟღერებდით გაერთიანების აუცილებლობას, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, რადგან დღეს საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოს, მოქალაქეების და ევროპული მომავლის მტერი არის რუსეთი, რომელიც ივანიშვილის ხელით ებრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია საერთო ფრონტის შემქნა, ამიტომ ამ მოწოდებაში თავისთავად ახალი არაფერი არ არის. იმედი მაქვს, რომ ამ ერთიანობის ნაწილი იქნება ყველა,  ვისთვისაც ძვირფასია ქართული სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა სიცოცხლე და ქვეყნის ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოლო სიახლეები