ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალგაზრდული პარალიმპიური ნაკრებისთვის პირველი მედალი მოიპოვა.
დღესვე ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი – პარამოცურავე ზაკო მუშკუდიანი იასპრეზებს.