“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ წინა არჩევნებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” კოალიცია შექმნეს.
პარტიაში “გახარია საქართველოსთვის” ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წითელ ხაზად მიიჩნევენ და ანა წითლიძეს “ქართული ოცნების” შტატგარეშე კოორდინატორად მოიხსენიებენ.
“ჩვენ შეჩვეულები ვართ “ნაციონალური მოძრაობისგან”, რადგან 13 წელი ვუყურეთ, ასე ტყუილი დანაპირებით და ტყუილი არგუმენტებით, როგორც ცდილობს, შესძინოს უპირატესობა “ქართულ ოცნებას”. აქაც ქალბატონი ანა წითლიძე დაფასდა იმისთვის, რომ ფაქტობრივად, დაშალა ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზაცია, შემდეგ გადმოვიდა თბილისში, აქ დაწინაურდა და გახდა უკვე “ქართული ოცნების” შტატგარეშე კოორდინატორი,” – განაცხადა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ტატა ხვედელიანმა.