„ნაცმოს“ ლიდერებს დღეს ეკითხებიან, რუსთაველზე ადამიანები რატომ მიატოვეთ, სად იყავითო. პასუხებში ძირითადად ჭარბობს „მე მეგონა,“ ასე შეატოვეს მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
ბუჩუკურის თქმით, მისი პარტიის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აღნიშნული პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი.
„ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აი, ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით. ან ახლა შევძლებთ შეცდომების, დანაშაულის აღიარებას, გაანალიზებას ცივი გონებითმ ან კიდევ დიდი ხანი უნდა ვუყუროთ რეჟიმს, რომელმაც 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მორიგი სპეცოპერაცია მოუწყო“, – წერს ბუჩუკური.