ასეთ სახეწაშლილ, ასეთ დეგრადირებულ, ასე დაცემულ, ასე შეშინებულ, რეალობას ასე მოწყვეტილ და ტყუილებში ასე ჩაფლულ ოცნებას თუ ვნახავდი, მართლა რას წარმოვიდგენდი წლების წინ – ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ბუჩუკური პარტია “ქართული ოცნების” დღევანდელ ყრილობას, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს, ხოლო პრემიერ მინისტრად პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარადგინეს.
თქვენ წარმოიდგინეთ და ოცნების დღევანდელი ყრილობა ჩემი იმედგაცრუების პიკი იყო. რომ გგონია, მეტი რაღა იმედგაცრუება უნდა დამემართოსო და თურმე, სამწუხაროდ, ესეც შესაძლებელია…
ასეთ სახეწაშლილ, ასეთ დეგრადირებულ, ასე დაცემულ, ასე შეშინებულ, რეალობას ასე მოწყვეტილ და ტყუილებში ასე ჩაფლულ ოცნებას თუ ვნახავდი, მართლა რას წარმოვიდგენდი წლების წინ.
თვითგადარჩენის ინსტიქტიც აღარ გაქვთ ხალხო?!
– – –
“თუ ამას ამხანაგი ნაპოლეონი ამბობს, ესეიგი მართალია! ნაპოლეონი ყოველთვის მართალია!”
ჯორჯ ორუელის “ცხოველთა ფერმა”