სამშაბათი, მარტი 31, 2026

ანალენა ბერბოკი – გერმანიაში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, საოცარი ბუნების, სამზარეულოს მიმართ, დიდი ინტერესი ვლინდება გერმანელი ტურისტების გაზრდის მხრივ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილის მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანიის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის დიდი ინტერესი ვლინდება.

„უდიდესი მადლობა თბილისში ამ მეგობრული მიღებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო მიმდინარე წელს იყო მსოფლიოში უდიდესი, ITB Berlin-ის ოფიციალური სტუმარი. გერმანიაში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, ადამიანების, ისტორიის მიმართ. საოცარი ბუნებისა და არაჩვეულებრივი სამზარეულოს მიმართ. ძალიან დიდი ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდის მხრივ. იზრდება ჯავშნების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც უნდათ ტურისტად საქართველოში ჩამოსვლა. ანუ, ადამიანები, რომლებისთვისაც ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვები.

მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისათვის. გუშინ ღამე ჩამოვედი, ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი, მისი არაჩვეულებრივი არქიტექტურით. ეს ულამაზესი ქალაქი, სადაც გერმანული არქიტექტურა ნამდვილად აქაურია, შინაურია, განსაკუთრებით ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს ყველაფერი უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობა“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სეიედ ალი მოჯანი: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული – დონალდ ტრამპის პოლიტიკა და მისი შედეგები პატარა ქვეყნებისთვის საფრთხე რეალურია

,,დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე — ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას. ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ. სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს. ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა.კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.ამასთან, დღეს ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომელსაც 87 წელი შეუსრულდებოდა.

ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს – ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობებზე განცხადება გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.სახელმწიფო მდივნის თქმით, ალიანსის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია ყველა წევრის თანაბარ ჩართულობასთან.„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან მარტივია. ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს. ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ვიმედოვნებ, რომ ამის გამოსწორებას შევძლებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.  

მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს – ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება, ამ დეკლარირებას უკან...

მე პირადად არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მგონია, რომ ისინიც ელოდებიან ღვთის ნებას, - ასე უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა "ტვ პირველის" ეთერში დასმულ კითხვას, რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს საქართველოს მომდევნო პატრიარქის არჩევნებში.მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს იმის დეკლარირება, რომ არსებობს სამი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რის უკანაც სარწმუნოების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს."ბოლო წლებში, ხელისუფლება ცდილობს, რომ დაამოწმოს, დეკლარირება გააკეთოს იმისადმი, რომ არსებობს სამი საუნჯე, როგორც წმინდა ილია მართალი, ჭავჭავაძე ამბობდა - მამული, ენა სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან ის უდგას, რომ რასაკვირველია, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება უნდა იყოს სარწმუნოებისადმი და ამ სარწმუნოების აღმასრულებელი ინსტიტუციისადმი და მე ვფიქრობ, რომ ისინიც ასე ფიქრობენ და ასე შეეცდებიან. მოლოდინი მაქვს ამის," - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ბოლო სიახლეები