სამშაბათი, ოქტომბერი 22, 2024

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება #მოამბე სპეციალური გამოშვება

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ისანში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

ისანში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ის 37 წლის თემურ აივაზიანია. არსებული ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა. მკვლელობა სვიმონ კლდიაშვილის ქუჩაზე, აივაზიანის სახლთან მოხდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოკითხულები არიან მოწმეებიც. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი კახიანი: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, არჩევნების შემდეგ, როგორც კი ყველა დარწმუნდება რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ...

არჩევნების შემდეგ, როდესაც ის ძალები დარწმუნდებიან იმაში, თუ საზოგადოება რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ როგორ არის განწყობილი, ამის შემდეგ ის არასასურველი მოცემულობა რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ მხრივ პირველი ნაბიჯი იქნება შეხვედრა, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ელჩ დანიგანს შორის დაანონსდა. „ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. გუშინდელ ინტერვიუში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შეხვედრა უკვე დაანონსებულია და მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, აქამდე რატომ იკავებდა ის შეხვედრებისგან თავს. არჩევნების შემდეგ, როდესაც ის ძალები დარწმუნდებიან, საზოგადოება რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ როგორ არის განწყობილი, ამის შემდეგ ის არასასურველი მოცემულობა რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს . ეს შეხვედრა, რომელზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, იქნება დასაწყისი ამ არასასურველი მდგომარეობიდან გამოსვლის და ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობას და მონდომებულები ვართ, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს და კიდევ უფრო განვითარდეს. ანალოგიურად, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა ყველა დარწმუნება რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბევრი თვალსაზრისით დამოკიდებულებები შეიცვლება და ურთიერთობები, რომელიც დღეს არის დალაგდება და ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ გზაზე ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ეს პროცესი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, როგორც კი პოლიტიკური სურათი შეიცვლება, ერთ კვირაში შეიძლება ყველაფერ ამის გაგრძელება და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავალთ. ამის წინაპირობა არჩევნებია და დარწმუნებული ვარ არჩევნები კარგად ჩაივლის, შედეგიც შესაბამისი დადგება და ეს პროცესები ქვეყნისთვის ძალიან პოზიტიურად განვითარდება“, - განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე: ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი ანალიზი გაკეთდა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს „იმედთან“. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საინტერესო და ბევრისმომცველი იყო. „გუშინ საზოგადოებამ ნახა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი ანალიზი გაკეთდა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე. ვისაც სწორი დასკვნების გაკეთებდა უნდა, ის ამ ინტერვიუდან ამას გააკეთებდა. ბატონი ბიძინა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო - საუბარი იყო, ირაკლი ღარიბაშვილისა და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეხვედრაზე. ხელისგულზე იყო ყველაფერი მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამ პროცესების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მეორე ფრონტი არ იქნებოდა?! ის კოლექტიური ძალა ხელისუფლებაში რომ მობრუნდეს მეორე ფრონტი არ მოხდება საქართველოში?! მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხელისგულზეა. ვინც დღეს ამ თემი გაქილიკებას ცდილობს, მას ელემენტარული ანალიზის გაკეთება არ შეუძლია ან მტრობენ ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა. „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი შეეხო გარე ძალების მხრიდან შანტაჟის ენასა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მონიტორინგის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებმა, კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ხელმძღვანელობით, ინოვაციური ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მონიტორინგის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ბუნებრივი საფრთხეების, მდგრადი გარემოსა და დაცვის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პროფესიული საველე ექსპედიცია, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძისა და სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ერთობლივი თემატური ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მთიულეთის არაგვის ხეობაში, მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში ჩატარდა. როგორც ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, სტუდენტები გაეცნენ სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილი ინოვაციური საინჟინრო ნაგებობის - ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მუშაობის პრინციპებს. მისი მონიტორინგი ახალგაზრდებმა, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, ადგილზე განახორციელეს. ნოე ხოზრევანიძის ინფორმაციით, ბარაჟის სამონიტორინგო სამუშაოებში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები, საველე პრაქტიკების ფარგლებში, გარკვეული პერიოდულობით ჩაერთვებიან. ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მისიის შესახებ სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა. გივი გავარდაშვილის თქმით, ბარაჟი ამცირებს ღვარცოფების ზემოქმედებისა და შედეგების რისკებს როგორც ზემო და ქვემო მლეთის სოფლებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე. სტუ-ის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში მოწყობილი ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი დღემდე ერთ-ერთი უალტერნატივო საინჟინრო ნაგებობაა მსოფლიოში. მისი სამშენებლო სამუშაოები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (AR_18_1244) ფარგლებში დაფინანსდა.

ბოლო სიახლეები