პარასკევი, დეკემბერი 19, 2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას – ირაკლი კობახიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს უსაფრთხოებას.

„რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება. უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას.

ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა პირველ ვიცე-პრემიერს, რომელიც წარმართავს შესაბამის პროცესებს, მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიას და კომპანიის წარმომადგენელ იან დე ნულს, მადლობა კომპანიის თითოეულ წარმომადგენელს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს… იწვევს სახსრების ძლიერ ტკივილს…“ – რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს აუცილებლად

ე.წ. ღორის გრიპს პირველი ორი დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან, 40 გრადუსიც. ასევე, სახსრების ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. კუნთების ტკივილთან ერთად, მთელი ორგანიზმის სახსროვანი პრობლემების წამოწევა,- ამის შესახებ პროფესორი, კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი საუბრობს:მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპს ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს. სითხე, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვირუსი დეჰიდრატაციას იწვევს. 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება, ხველაც ჩამოყალიბდეს. ხველა იმდენად წამყვანი შეიძლება, არ იყოს პირველი-სამი დღე. თავის ტკივილიც ახასიათებს. გარდა ამისა, დასაწყისში გაბრუება ახასიათებს. პაციენტი ადინამიურია. თითქოს, არაფერი არ შეუძლია... ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა. ამ პერიოდში, წესით, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანებზე. ქრონიკული დაავადებები ასაკოვან ადამიანებსაც აქვთ და ახალგაზრდებსაც. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ოკუპაციური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა პათოლოგიები, გართულების რისკის ჯგუფში არიან. შეიძლება, პნევმონიით გართულდეს. როდესაც 3-4-5 დღე მაღალი ტემპერატურაა, სიმპტომები მილევადი კი არ არის, არამედ კიდევ და კიდევ იმატებს, ასეთ შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ. ასევე, შესაძლოა, დეჰიდრატაცია განვითარდეს. ადამიანი სითხეს ვერ იღებს და გაბრუებულია. ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, 2025 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებად სანდრო ბაზაძე და ეთერ ლიპარტელიანი დასახელდნენ

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენებად მსოფლიო ჩემპიონები – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა) და ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) დაასახელა.ბაზაძემ თბილისში გამართული ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო ლიპარტელიანმა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე გაიმარჯვა.გალა დაჯილდოებაზე დამსწრეებს წარმატებული 2026 წელი უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ.ოლიმპიურმა კომიტეტმა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოავლინა:2025 წლის საუკეთესო ფედერაცია – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია2025 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები2025 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი – კახაბერ მოცრაძე (ძიუდოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი)2025 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელები – მეგი ქადაქიძე (ტყვიის სროლა) და თეიმურაზ ჯანჯღავა (ძალოსნობა)2025 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია – მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ორგანიზაციაოლიმპიური კომიტეტისგან ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ – პაატა ნაცვლიშვილი (სეოკ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი ჟურნალისტი, პუბლიცისტი) და ელენე ბილიხოძე (საქართველოს პირველი რადიოს წამყვანი)საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში – თორნიკე შენგელია (კალათბურთი)2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სპორტის სახეობებში – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა)2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“ – ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა)2025 წლის აღმოჩენა, „ოლიმპიური იმედი“ – ვახტანგ ლოლუა (ბერნულ-რომაული ჭიდაობა)

მიხეილ ყაველაშვილი – უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე

ძალიან კარგად იციან, რომ სესხის თემა ძირითადად „ბლეფია“, რთული განსახორციელებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.კერძოდ, ყაველაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეები რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, უკრაინისთვის ერთობლივი სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.„ვერ მოხდა შეთანხმება გაყინული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს იყო ერთგვარი გამოსვლა ვითარებიდან. ძალიან კარგად იციან, რომ სესხის თემა ძირითადად „ბლეფია“, რთული განსახორციელებელი იქნება. პირდაპირ გაყიდულია ეს ქვეყანა. სამწუხაროდ, ასე ვითარდება პროცესები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.ამასთან, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ, პირველ რიგში, „უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“.„რაც მეტად რთულდება პროცესები და კრიზისი თვალში საცემი ხდება, მით უფრო მეტ გამოწვევებს უნდა ველოდოთ. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, მაგრამ კიდევ მეტად მომზადებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ კრიზისებს, რომლებიც გამოწვეულია ევროკავშირში, ჩვენ ზურგს არ და ვერ ვაქცევთ, ჩვენი ინტერესები გვაქვს. ძალიან დიდი შესაძლებლობებია, უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და ამაში მონაწილე უნდა ვიყოთ. ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით ევროპაზე უარს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მივყვეთ პროცესებს. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ჩვენს საზოგადოებას, ყველას სამართლიანი მიდგომით, ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი და ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებსით თუ უნებლიეთ ემტერებიან, არ მივცეთ საშუალება, ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები შეაფერხონ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ფინანსური მიზეზების გამო საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარს აცხადებს

საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი აცხადებს, რომ 2026 წლის საბავშვო ევროვიზიას არ უმასპინძლებს.როგორც საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებულ ქვეყანას, საფრანგეთს 2026 წლის კონკურსის მასპინძლობაზე უარის თქმის უფლება ჰქონდა.France Télévisions-ში განაცხადეს, რომ კონკურსის ჩატარებაზე უარს ფინანსური მიზეზების გამო ამბობენ. მაუწყებლის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტის დასაბალანსებლად ორგანიზაციას 140 მილიონი ევროს დაზოგვა სჭირდება.განცხადებაში France Télévisions-მა დაასახელა ის ნაბიჯები, რომელთა მეშვეობითაც საჭირო თანხის დაზოგვას გეგმავს, მათ შორისაა ეროვნული პროგრამების ბადის ხარჯების შემდგომი შემცირება, განმეორებით ეთერში გასული შემოქმედებითი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, გარკვეული გადაცემების შეწყვეტა და შესაძლოა ერთი ან რამდენიმე სპორტული ღონისძიების მაუწყებლობის უფლებების გადაყიდვაც.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთმა გამარჯვების შემდეგ საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარი თქვა. 2024 წელს საფრანგეთმა კონკურსის ჩატარებაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც წინა სამი კონკურსიდან ორს უმასპინძლა და გადაწყვიტა, ყურადღება გადაეტანა 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მაუწყებლობაზე. შედეგად, მასპინძელი ქვეყანა ესპანეთი გახდა და 2024 წლის კონკურსი მადრიდში ჩატარდა.ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას მოახდენს საფრანგეთის ეროვნული მაუწყებლის ბიუჯეტის შემცირებები საფრანგეთის 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე.ცნობისთვის, 13 დეკემბერს თბილისში გამართულ საბავშვო ევროვიზია 2025-ის კონკურსში ფრანგმა მონაწილემ გაიმარჯვა.

ირაკლი კობახიძემ „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, „ფერარი თბილისის“ პირველი ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა ხაზი გაუსვა საავტომობილო სამყაროს ფლაგმანის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში არსებული სტაბილური, მიმზიდველი ბიზნესგარემოს კიდევ ერთი დასტურია.„ალბათ 15-20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველოში „ფერარის“ ცენტრი გაიხსნებოდა, არავინ დაიჯერებდა, თუმცა დღეს ეს შემდგარი ფაქტია. ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს დღე. ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანა ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის შესაფერისი გარემო და ამის გამოხატულებაა დღევანდელი დღეც – ის, რომ „ფერარი“ შემოვიდა საქართველოში. „ფერარი“ არის საავტომობილო ინდუსტრიის ფლაგმანი, ნამდვილი ლიდერი, ეს არის იტალიური ხარისხის ეტალონი. ვამაყობთ, რომ „ფერარი“ დღეს არის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტს რენო დე პოლის და „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელ ალი ნაზარს და მათ წარმატებები უსურვა.ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ალი ნაზარმა, „ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტმა რენო დე პოლიმ და „ფერარი თბილისის“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ სახეიშვილმა.ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები