სამშაბათი, ოქტომბერი 22, 2024

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი – დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, ანაკლიის პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წარმატებით შესრულდება

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ბელგიურმა კომპანიამ „იან დე ნული“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ანაკლიაში მუშაობა 16 სექტემბრიდან დაიწყო.

ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, უკვე გაწეულმა ინტენსიურმა სამუშაოებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიღო.

მისი თქმით, მათ შორის, განხორციელდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV – სთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობის სამუშაოებსა და პროექტირებაზე.

ზურაბ სიჭინავას განცხადებით, უახლოეს დღეებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის თანახმად, დაიწყება დაახლოებით, ერთი კილომეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელის მოწყობისთვის საჭირო ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების შემოტანა სამშენებლო მოედანზე და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

ზურაბ სიჭინავას განცხადებით, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი სპეციფიკური და რთული საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით, დაქირავებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ევროპელი დამოუკიდებელ ინჟინერთა გუნდი.

„დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წარმატებით შესრულდება,“ – აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ისანში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

ისანში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ის 37 წლის თემურ აივაზიანია. არსებული ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. მომხდარს კი ერთი კვირის წინ მათ შორის დაწყებული კონფლიქტი უძღოდა. მკვლელობა სვიმონ კლდიაშვილის ქუჩაზე, აივაზიანის სახლთან მოხდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოკითხულები არიან მოწმეებიც. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი კახიანი: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, არჩევნების შემდეგ, როგორც კი ყველა დარწმუნდება რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ...

არჩევნების შემდეგ, როდესაც ის ძალები დარწმუნდებიან იმაში, თუ საზოგადოება რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ როგორ არის განწყობილი, ამის შემდეგ ის არასასურველი მოცემულობა რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ მხრივ პირველი ნაბიჯი იქნება შეხვედრა, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ელჩ დანიგანს შორის დაანონსდა. „ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. გუშინდელ ინტერვიუში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შეხვედრა უკვე დაანონსებულია და მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, აქამდე რატომ იკავებდა ის შეხვედრებისგან თავს. არჩევნების შემდეგ, როდესაც ის ძალები დარწმუნდებიან, საზოგადოება რომელი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ როგორ არის განწყობილი, ამის შემდეგ ის არასასურველი მოცემულობა რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს . ეს შეხვედრა, რომელზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, იქნება დასაწყისი ამ არასასურველი მდგომარეობიდან გამოსვლის და ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმისა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობას და მონდომებულები ვართ, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს და კიდევ უფრო განვითარდეს. ანალოგიურად, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა ყველა დარწმუნება რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბევრი თვალსაზრისით დამოკიდებულებები შეიცვლება და ურთიერთობები, რომელიც დღეს არის დალაგდება და ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ გზაზე ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ეს პროცესი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, როგორც კი პოლიტიკური სურათი შეიცვლება, ერთ კვირაში შეიძლება ყველაფერ ამის გაგრძელება და ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავალთ. ამის წინაპირობა არჩევნებია და დარწმუნებული ვარ არჩევნები კარგად ჩაივლის, შედეგიც შესაბამისი დადგება და ეს პროცესები ქვეყნისთვის ძალიან პოზიტიურად განვითარდება“, - განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე: ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი ანალიზი გაკეთდა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს „იმედთან“. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ საინტერესო და ბევრისმომცველი იყო. „გუშინ საზოგადოებამ ნახა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ძალიან საინტერესო და ბევრისმომცველი ანალიზი გაკეთდა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე. ვისაც სწორი დასკვნების გაკეთებდა უნდა, ის ამ ინტერვიუდან ამას გააკეთებდა. ბატონი ბიძინა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო - საუბარი იყო, ირაკლი ღარიბაშვილისა და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეხვედრაზე. ხელისგულზე იყო ყველაფერი მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამ პროცესების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მეორე ფრონტი არ იქნებოდა?! ის კოლექტიური ძალა ხელისუფლებაში რომ მობრუნდეს მეორე ფრონტი არ მოხდება საქართველოში?! მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხელისგულზეა. ვინც დღეს ამ თემი გაქილიკებას ცდილობს, მას ელემენტარული ანალიზის გაკეთება არ შეუძლია ან მტრობენ ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა. „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი შეეხო გარე ძალების მხრიდან შანტაჟის ენასა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.

ბოლო სიახლეები