მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ქალაქში არსებული საშიში ნივთიერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირად ღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.
არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.
გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს“, – წერს სიხარულიძე.