საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალიდან განაახლებს. გაფართოებული მანდატის ფარგლებში სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია. კანონმდებლებს ექსპრემიერთან შეკითხვები აქვთ, შსს-ისა და პრემიერობის პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათ შორისაა 20 ივნისის მოვლენებიც.
საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება – ეს ის მთავარი საკითხია, რომელზეც კითხვები კანონმდებლებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მოქმედებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ინტერესის თემა მხოლოდ აქციის დაშლის ოპერაციის, დაგეგმვის ტაქტიკა და მისი განხორციელებაა. უპასუხებს თუ არა გახარია, საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს, ჯერჯერობით უცნობია.
კომისიას უნდობლობას უცხადებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.
“ამ კომისიის მიზანი თავიდან ბოლომდე არის პროპაგანდისტული გზავნილების გაჟღერება, პოლიტიკური პარტიების მიმართ და პოლიტიკური ლიდერების მიმართ შესაბამისი გეგმის განხორციელება. არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ უნდა იყოს წარმოდგენილი და არც ერთი პარტიის წევრი. რას გააკეთებს გიორგი გახარია ეს მათი საქმეა, თუმცა მათი პარტიის განცხადებებიდან გამომდინარე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის არ მივა კომისიაზე, ამიტომ დაველოდოთ”, – აცხადებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას” წევრი ლევან სანიკიძე.