კვირა, მარტი 1, 2026

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში დღეს კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია 2 მარტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით 15:00 საათამდე შეჩერდა.„კატარის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო კატარის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.„კატარის ავიახაზები“ განმარტავს, რომ დამატებით ინფორმაციას ორშაბათს, დოჰას დროით დილის 9:00 საათისთვის გაავრცელებს.„ეთიჰადის“ ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან რეისები ორშაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დროით დილის ორ საათამდე შეჩერდა.

ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა

ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად 95 ადამიანი დაშავდა.ირანის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს, სკოლის შენობა სამჯერ დაიბომბა. „სიენენმა“ შემთხვევის ადგილზე გეოლოკაციური ვიდეო გადაიღო, რომელიც ირანის სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 60 მეტრში მდებარეობს.ამერიკული ტელეკომპანიის თანახმად, როგორც ჩანს, სკოლა ადრე ბაზის ნაწილი იყო, თუმცა თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ეს ორი ადგილი, სულ მცირე, 2016 წლიდან არის გამოყოფილი.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი- ირანის კონსტიტუციის 111-ე მუხლის საფუძველზე, აიათოლა არაფის დანიშვნით, მუშაობა დაიწყო სულიერი ლიდერის დროებითმა საბჭომ

,,ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად, აიათოლა არაფის დანიშვნით, მუშაობას შეუდგა სულიერი ლიდერის დროებითი საბჭო, ახალი წინამძღოლის არჩევამდე. აღნიშნული საბჭო შედგება პრეზიდენტის, სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარის და კონსტიტუციის საზედამხედველო საბჭოს წევრი ისლამური სამართლის ერთ-ერთი ექსპერტისგან (ფაკიჰი). საბჭო წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს კონსტიტუციის ფარგლებში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მართვისათვის''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის ინფორმაციას უარყოფს – „ლინკოლნი“ არ დაბომბილა, რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა“

აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა უარყოფს ირანის ინფორმაციას ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით.აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.„„ლინკოლნი“ არ დაბომბილა. გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა. „ლინკოლნი“ აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრის გზით ცენტრალური სარდლობის დაუნდობელი კამპანიის მხარდასაჭერად, რომელიც ამერიკელი ხალხის დაცვას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კვიპროსის პრეზიდენტი – კირ სტარმერმა ცხადად და ცალსახად დაადასტურა, რომ კვიპროსი ირანული რაკეტების სამიზნე არ იყო

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ქრისტოდულიდესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კვიპროსი ირანის სამიზნეს არ წარმოადგენდა.„პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დამირეკა. მან ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ კვიპროსი სამიზნე არ იყო“, - დაწერა ნიკოს ქრისტოდულიდესმა სოციალურ ქსელში.მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიპროსის მიმართულებით, სადაც გაერთიანებული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ირანის ორი რაკეტა ისროლეს.კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელმა მოგვიანებით უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება“.

ბოლო სიახლეები