სამშაბათი, სექტემბერი 2, 2025

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ – არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ შერაცხვით, საქართველოს ხელისუფლება საშიშ სიგნალს უგზავნის სხვებს, ეს რეპრესიები უნდა შეწყდეს

საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები და „საბოტაჟის“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დაკავებით დასრულდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ შერაცხვით ხელისუფლება აფერხებს საშიშ სიგნალს უგზავნის სხვებს, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს.

„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები და „საბოტაჟის“ ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე გახსნა, იმის გამო, რომ ისინი მომიტინგეებს დამცავი საშუალებებით ამარაგებდნენ. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების დაკავებით დასრულდეს.

დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების „საბოტაჟის მომწყობებად“ შერაცხვით ხელისუფლება აფერხებს მათ საქმიანობას და საშიშ სიგნალს უგზავნის სხვებს, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს.

ადამიანის უფლებების დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის შეწყვეტით, თავად საქართველოს ხელისუფლება სჩადის „საბოტაჟს“ საკუთარი მოსახლეობის უფლებების წინააღმდეგ. ეს რეპრესიები უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.კერძოდ, სასამართლომ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.რაც შეეხება ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით და სცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა კალაძე – შესაძლოა, ვინმეს სურდეს წარმოჩენა, თითქოს ცალკეულმა არასამთავრობოებმა მხოლოდ პირბადეები და სათვალეები შეიძინეს, თუმცა ყველაფერი ხელის გულზე დევს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მას არ სურს წინასწარ მტკიცებით ფორმაში საუბარი და საზოგადოება გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.„თვითონ ფაქტს რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს უბრალოდ შეფუთულია ამ დასახელებით და ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. თანხები, რომლებიც შემოდიოდა ქვეყანაში, ზუსტად მათი გავლით ხმარდებოდა   ქართულ პოლიტიკას – იხარჯებოდა ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდებოდა საზოგადეობის დაპირისპირებას, გახლეჩვის მცდელობას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს, რა თქმა უნდა,  ძალიან მძიმეა და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ფაქტებს მოჰყვებოდა რეაგირება. დაველოდოთ გამოძიებას, მე არ მინდა წინასწარ მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, თუმცა მინიშნებები რაზეც კეთდება და რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, შესაძლოა, ვინმეს სურდეს ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს ამ არასამთავრობოებმა მხოლოდ პირბადეები და სათვალეები შეიძინეს აქციების მონაწილეებისთვის, თუმცა ყველაფერი ხელის გულზე დევს.„შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეიფუთოს მხოლოდ პირბადეებისა და სათვალეების შესყიდვით, მაგრამ არ გამოვა, სხვა რეალობაა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩვის, დაპირისპირების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდიოდა გარედან და ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით. ეს ყველაფერი იფუთებოდა არასამთავრობოებით. ყველაფერი ხელის გულზე დევს. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ძალიან ბევრი ქილიკობდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი თავადვე გამოვიდა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. პირდაპირ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში  სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მცდელობები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე – დღეს ევროპელი ბიუროკრატებისთვის არ არის მისაღები, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეშია „ქართული ოცნება“, რადგან ის არის პატრიოტი ხელისუფლება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ევროპელი ბიუროკრატებისთვის არ არის მისაღები, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნებაა“, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და „არ ითვალისწინებს იმ სისულელეებს, რასაც უბრძანებენ“.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ჩვენ არავის ვლანძღავთ, არავის ვესხმით თავს, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს, ქვეყნის ინტერესებს. ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რისი სრული უფლებაც აქვს. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს არის არაევროპული კანონი. მარტივ კითხვას ვსვამთ, რატომ არის არაევროპული? გვაჩვენეთ არგუმენტები, შეიძლება, ჩვენ ვცდებით. იმაში თუ დაგვარწმუნებთ, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული, კი ბატონო, მაგრამ გამჭვირვალობა როგორ შეიძლება, იყოს ანტიევროპული ან ანტიდემოკრატიული? დღემდე ვერაფერი წარმოადგინეს. ერთადერთი პასუხი იყო „იმიტომ“ და ამ პასუხზე დაყრდნობით ხომ არ შეიძლება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა განცხადება – დაგველაპარაკეთ, გვითხარით, აგვიხსენით, დაგვიდეთ არგუმენტები, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტაცია. თუ გადახედავთ, რა ნაბიჯებიც არის მოცემული ქვეყნისთვის „ასოცირების ხელშეკრულებით“, ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება, მაგრამ როდესაც პოლიტიკური კომპონენტი შემოდის, მაშინვე იწყება სპეკულაციები, მაშინვე კეთდება განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჯერებული და არანაირი არგუმენტაცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ხალხის უმრავლესობა ამ ყველაფერს ხედავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დამოუკიდებლობასა და სუვერენულობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.„ჩვენ რატომ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან? იმიტომ, რომ გვინდოდა დამოუკიდებლები, თავისუფლები ვყოფილიყავით. ამისთვის ხომ იბრძოლეს ჩვენმა წინა თაობებმა, სისხლი დაიღვარა. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, რომ შენ ხარ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი. როდესაც ევროპული გაერთიანება შეიქმნა, ეს იყო საინტერესო, ამაზე უკეთესი არაფერი შექმნილა, თავისი მსოფლმხედველობით, შინაარსით, რა ღირებულებებზეც იყო დაფუძნებული. საინტერესო იყო იმით, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც მასში იყო გაერთიანებული, ჰქონდა თავისი კულტურა, ტრადიციები, ხედვა, მრავალფეროვნება იყო. დღეს გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩემთვის რაც შეიძლება, შენთვის არ შეიძლება. არ არის სწორი ეს ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება. შემოდის პოლიტიკური ნარატივი, მათთვის არ არის მისაღები ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ის არის პატრიოტი ხელისუფლება და არ ითვალისწინებს იმ სისულელეებს, რასაც უბრძანებენ – მეორე ფრონტი, რეზოლუციაში რაც ჩაიწერა, სანქციებზე მიერთება. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დაცლილია იმ ღირებულებებისგან, რომელზეც ევროპა დგას და რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის.

შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარია დღეს არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი, გაექცა თავის პარტიას, ამომრჩეველს, წელს გერმანიაშიც თვითმმართველობის არჩევნებია და არ ვიცი, იქ თუ აპირებს...

გიორგი გახარია დღეს არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი, ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი, გაექცა თავის პარტიას, ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის, რატომ გარბის, ვერავისთვის აუხსნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„უპირველეს ყოვლისა, შევაფასოთ გიორგი გახარიას სამართლებრივი სტატუსი, ის გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი 2024 წლის არჩევნების შედეგად, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, ვინაიდან მან მანდატი არ განახორციელა, რომელიც მისმა ამომრჩევლებმა მისცეს. დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, დღეს ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი, ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი, უცხო ქვეყნის რეზიდენტისა, რომელიც გაექცა თავის პარტიას, გაექცა თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან, სად გარბის, რატომ გარბის, ვერავისთვის აუხსნია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ამ რეზიდენტობასთან დაკავშირებით ვთქვათ, წელს გერმანიაშიც თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი და არ ვიცი, იქ თუ აპირებს მონაწილეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, შევლენ თუ არა გახარიას თანაპარტიელები პარლამენტში, ეს მათი გადასაწყვეტია.„რაც შეეხება განცხადებას მანდატებთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია, საქართველოს პარლამენტი არ არის აწყობილი იმაზე, რადიკალური ოპოზიცია როგორ მოიქცევა. წინა მოწვევის პარლამენტშიც ვხედავდით, რომ ოპოზიცია ერთი წელი შეეცადა, რომ ეჯანჯღარებინა ეს ქვეყანა, არაფერი გამოვიდა და ბოლოს შემოვიდა პარლამენტში, თუმცა მათ ყოფნა-არყოფნას აქ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან თუ მოდიოდნენ, მოდიოდნენ პლენარულ  სხდომაზე, რათა რაღაც აყალმაყალი მოეწყოთ, ისიც თვეში ერთხელ, სხვა დანარჩენი სარგებელი, არც საქართველოს პარლამენტს, არც ქართველ ხალხს მათი პარლამენტში ყოფნისგან არ მიუღია. ამიტომ, მათი გადასაწყვეტია, რა უნდათ. ერთადერთი ამ 12 ადამიანს, რომლის უფლებამოსილებასაც დღეს ცნობს პარლამენტი, მათ შორის არის სახელი და გვარები, რომლებსაც არ ვიცნობთ, პირველ 12-ეულს მიღმა ხალხი არის, ერთადერთი მათ მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ, გაიაზრონ,  მგონი, დღეს ხელისუფლება-ოპოზიცია, ყველა პოლიტიკური თუ აპოლიტიკური ძალა ერთ რამეზე თანხმდება, რაც ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი, ადამიანი გაიქცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდე ყელყელაობს იქიდან, რაღაცებს საუბრობს, პროექტები უნდა განვახორციელოო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარია თავისი ყოფითი მატყუარობით ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ის სადღაც, სხვა ქვეყანაში დიდ გეგმებს აწყობს.„არ ვიცი, „ენჯეოს“ თუ აფუძნებს იქ, ადამიანი ჩვეულებრივი ბოლი და ყოფითი მატყუარაა, რომელიც ჩვენ, მათ შორის, საგამოძიებო კომისიაზე ვიხილეთ, რომ ხუთ წუთში ადამიანის ტყუილი იყო მხილებული და ერთი წარბი და ძარღვი არ შეტოკებია. თქვა, რომ გადადგომის წინ, 2021 წელს, რომ ელჩს არ შეხვედრია, შემდეგ კომისიამ შეახსენა სხვადასხვა მტკიცებულებებით, ამაზე თქვა, რომ კი, შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ამით დადასტურდა, რომ ის თავის დროზე გაიქცა მმართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს, რომ შენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაგაბარა შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა, ასეთი პატივი, ასეთი პასუხისმგებლობა იშვიათია და ყველა მოქალაქეს არ შეიძლება, ეს პატივი შეხვდეს და უცხო ქვეყნის ელჩთან კოორდინაციით გადადგა და გაიქცა. ასევე, გაექცა სინამდვილეში მის ამჟამინდელ გუნდს, მისივე ჩამოყალიბებულ პარტიას, თავისი ყოფითი მატყუარობით ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ის სადღაც, სხვა ქვეყანაში დიდ გეგმებს აწყობს, სინამდვილეში, ვხედავთ, რომ რაღაც მერკანტილური საკითხებით, უცხო ქვეყნის რეზიდენტობით და ბინადრობის მიღებით, ალბათ, ბინის ქირით და ასეთი საკითხებით არის დაკავებული. მთავარი კითხვა, რომელიც მას უნდა დავუსვათ, რა ფინანსებით ცხოვრობს ის საზღვარგარეთ, ვინ აფინანსებს მის იქ ყოფნას? გვითხრას,  გვითხრას თუ დანაზოგი აქვს, საიდან აქვს, ეგეც გვითხრას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო, მან თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი მუსიკოსის, მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.მიხეილ ყაველაშვილი მუსიკოსის ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდემ თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მუსიკოსის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები