ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ პანდემიის დროს თავი შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან. ამასთან, ის გადაწყვეტილება, რომ სწავლა 2 კვირით გადაიდი დიდ ქალაქებში, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობთ, ერთ-ერთი დამხმარე იქნება ინფექციის შემდგომ შეკავებაში, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოწოდებს, დაიცვან მინიმალური და აუცილებელი რეკომედაციები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, სწორი ჰიგიენური პირობები.
„ეს არის ჩვენი იარაღი დღეს კოვიდთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყველამ დავიცვათ და დარწმუნებულები იყავით, რომ საქართველო, როგორც დღეს გამოვიყურებით ოაზისად ჩვენს რეგიონში და ყველაზე ცოტა გვაქს ინფიცირების რაოდენობა, უნდა ვეცადოთ ყველა ერთად, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.