გამოჯანრთელებულების პროცენტული ზრდის ტენდენცია მიუთითებს, რომ შემთხვევევათა უმრავლესობა უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინარეობისაა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ამიტომაც აჭარაში წარმატებით დაიწყო პილოტირება, რომელიც უკვე გადმოტანილია იმერეთშიც და თბილისშიც, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით, რომ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ბინაზე მართვა მოხდეს. ასეთი აჭარაში დაახლოებით 1000-ზე მეტი პაციენტია. ისინი წარმატებით იმართებიან ბინაზე და მათ მხოლოდ დაკვირვება და ოჯახის ექიმის კონსულტაცია სჭირდებათ“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.