პარასკევი, მაისი 9, 2025

ამირან გამყრელიძე: სექტემბერ-ოქტომბერში თუ მინიმუმ 800 ათას და მაქსიმუმ 1 მლნ. აცრას გავაკეთებთ, ქვეყანაში ეპიდემიას სერიოზულად შევაკავებთ

სექტემბერსა და ოქტომბერში თუ ჩვენ მინიმუმ 800 ათას და მაქსიმუმ მილიონ აცრას გავაკეთებთ (აგვისტოში 715 ათასი გვქონდა), მაშინ დარწმუნებული იყავით, ქვეყანაში ეპიდემიას სერიოზულად შევაკავებთ, – ამის შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აცრების ტემპის მიხედვით აგვისტოში დღიურად 3-ჯერ მეტი აცრა ტარდებოდა, ვიდრე ივლისში. სექტემბერშიც დაახლოებით, იგივე ტემპია შენარჩუნებული და დღეში 23 ათასი აცრა ფიქსირდება. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს ცუდი არ არის, თუმცა არც საუკეთესო შედეგია.

„ჩვენ გვინდა, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში, თუ შევძელით ყველამ ერთად, დაახლოებით, თვეში მილიონი აცრა გავაკეთოთ. ანუ, ეს არის დაახლოებით, 30 ათასი აცრა დღეში. ამისთვის ყველაფერი არსებობს. ყველა მოცემულობა. მხედველობაში მაქვს ის, რომ გამტარუნარიანობა დღეში 40 ათასი აცრაა. ქვეყანაში ვაქცინების საკმაო მარაგია. გუშინ ღამე, დამატებით 400 ათასი დოზა „ფაიზერი“ შემოვიდა.

ასევე, ჩვენ გუშინ რეზერვებიდან კვლავ დავიწყეთ აცრები „სინოფარმზე“, რადგან გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ კვირის განმავლობაში „სინოფარმის“ დამატებითი დოზები შემოვა. იცით, რომ გვაქვს „სინოვაკის“, 20 ათასამდე დოზა „ასტრაზენეკა“, ანუ არჩევანი არის 4 ვაქცინას შორის.

სექტემბერში ყველაფერი უნდა გაკეთდეს და სექტემბერსა და ოქტომბერში თუ ჩვენ მინიმუმ 800 ათას და მაქსიმუმ მილიონ აცრას გავაკეთებთ (აგვისტოში 715 ათასი გვქონდა), მაშინ დარწმუნებული იყავით, ქვეყანაში ეპიდემიას სერიოზულად შევაკავებთ. ყველა მუნიციპალიტეტშია დღეს რამდენიმე ამცრელი პუნქტები, არის ადგილზე გამსვლელი ბრიგადები და მოძრავი ავტობუსები დიდ ქალებში, ხელმისაწვდომობა კიდევ მეტადაა გაზრდილი, ჯავშნები არ არის შევსებული. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ვსარგებლობ და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ, რადგან პანდემიის დამარცხების გზა ჩვენთან აცრებზე გადის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები