ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025

ამირან გამყრელიძე – „ნოვოვაქსი“ ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინაა, ჩვენ წინასწარ ვჯავშნით მილიონ დოზას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ვაქცინებზეც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებული ინფორმაციით, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინების 29 250 დოზას 22 მარტის კვირაში მიიღებს.

მისივე თქმით, დაახლოებით ამავე პერიოდში საქართველოში შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტიაც.

„დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს როგორც წერილობით, ასევე, ორი დრის წინ ტელეჩართვით გვქონდა ურთიერთობა „ფაიზერთან“, რომ 22-ის კვირაში უნდა შემოვიდეს ის დოზები, რაც განთავსებულია „კოვაქს“ პლატფორმაზე, ანუ 29 250 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე იგივე „კოვაქსის“ მეშვეობით უნდ დაიწყოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 ათასი დოზის შემოსვლა, პირველი პარტია დაახლოებით, 43 ათასი დოზის ფარგლებშია.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მეშვეობით შემოდის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, უკვე მოსულია შესყიდვის ხელშეკრულება და ფული გადარიცხულია, ახლა დაიჯავშნება თვითმფრინავი და იმის მიხედვით გაირკვევა ზუსტი თარიღი. დიდი ალბათობით იქნება ასევე მარტში. შემდეგი დოზის მოწოდება მოხდება უკვე აპრილის მეორე ნახევარში. ეს რაც უკვე დადასტურებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან და მწარმოებელთანაც.

„შესაბამისად არის ხელშეკრულების პროექტები გაფორმებული და იქნება გადაწყვეტილებები დამატებით დოზებთან დაკავშირებით. ეს ეხება დაახლოებით 100-150 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზას, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთის სერუმ ინსტიტუტთან, რომელიც უშვებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. ზოგადად, ინდოეთზე დიდი ზეწოლაა, რადგან ეს გახლავთ ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში და ბევრი ქვეყნის მიერ ხდება მათზე ზეწოლა, რადგან სხვა ქარხნებმა ვერ შეასრულეს, წარმოებაში დიდი დეფიციტია. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული, რათა შესრულდეს ის შეპირება და კონტრაქტი, რომელიც საქართველოს მხრიდან ხელმოწერილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება „ნოვოვაქსის“ ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, ის ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც ამერიკული კომპანია „ნოვოვაქსი“ აწარმოებს.

„ქვეყანაში ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, კვლევებით უკვე ძალიან კარგი შედეგები აქვს. წარმოების ლიცენზია უკვე მიეცა ინდოეთის ამ ინსტიტუტს. ამიტომ, ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. იყო ჩვენი მთავრობის წერილი, ასევე პასუხი იმაზე, რომ ისინი თანახმა არიან, გააფორმონ კონტრაქტი, საუბარია მილიონ დოზაზე. ვფიქრობ, ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოვიდეს კონტრაქტი და გადაირიცხოს ფული მილიონი დოზის შესყიდვაზე, მაგრამ ეს იქნება ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. ჩვენ წინასწარ ვჯავშნით მილიონ დოზას. „ნოვავაქსი“ განთავსებული იქნება „კოვაქსზეც“ და „კოვაქსის“ საშუალებითაც იქნება ის მიღებული. ვაქცინის მიღების ერთი გზა იქნება „კოვაქსი“ და მეორე – მილიონ დოზაზე პირდაპირი კონტრაქტი სერუმ ინსტიტუტთან.

კიდევ სხვა ვაქცინებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ველოდებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ეს ვაქცინები აღიარებული. ამ ვაქცინებზეც, რომელსაც ჯერ არ ვასახელებთ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც კი ისინი მიიღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას, მაშინ შეიძლება ამ ვაქცინების იმპორტის განხორციელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასამართლოს ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დასჭირდება იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ძალადობრივი რეჟიმი – “ნაცმოძრაობა”… ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამოისუნთქოს და...

სარჩელი, რომლითაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოსგან 10-მდე პარტიის არაკანონიერად გამოცხადებას ითხოვს, სასამართლოში მიმდინარე კვირას შევა.დოკუმენტში შესრულია იმ პირთა ჩამონათვალიც, ვისთვისაც მმართველი გუნდი პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას ითხოვს. სარჩელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა.საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პროცესი პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად აუცილებელია."6 თვეში, საგამოძიებო კომისიაზე, საზოგადოებამ ნახა ასობით ადამიანი, რომელიც გადაურჩა იმ რეჟიმს და პირდაპირ მოყვა ის ჯოჯოხეთური სურათები, რომელიც მას და მის ოჯახს გადახდა თავს. ამას გარდა, არსებობს უამრავი მტკიცებულება. მათ შორის - საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული და ბოლოს, პირდაპირ, საჯარო ეთერში, მთელი მსოფლიოს მიერ დანახული დამხობის პროცესი 4 ოქტომბერს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულების მოძიება აღარ დასჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოაცილოს ვითომ პოლიტიკური ძალა - ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია. ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ქართულმა პოლიტიკამ ამოისუნთქოს და ახალი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ელჭექი – ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ოქტომბერს, გვიან ღამემდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს(საფრთხის დონე დაბალი).

რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და ტოვებს პარტიას „გახარია საქართველოსთვის“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და ტოვებს პარტიას.ამის შესახებ რუსუდან თევზაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიმართული „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ.„მოგეხსენებათ, რომ 2021 წლიდან ვარ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი. სწორედ, პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით ვცდილობდი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. მოგეხსენებათ ისიც, რომ მაქვს დეპუტატის მანდატი, რომელიც კოლეგებთან და მეგობრებთან, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ერთობლივი მუშაობით მივიღე.თუმცა, დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ, მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ. უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას.პ.ს. ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩემი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში, არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ წინააღმდეგ. ჩემი კოლეგები, ჩემთვის კვლავაც რჩებიან მეგობრებად და ჩემთვის პატივსაცემ პროფესიონალ ადამიანებად და ვუსურვებ მათ წარმატებას ამ გზაზე“, – წერს რუსუდან თევზაძე.

ლევან ცუცქირიძე – არსად წავსულვართ, აქ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე არ შესრულდება ხალხის მოთხოვნები – ახლა არის მომენტი, როდესაც წინააღმდეგობა უნდა გადავიდეს ახალ...

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პროტესტი არსად წასულა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება.როგორც ცუცქირიძემ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტი მსვლელობა - „ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ მიმდინარეობს, განაცხადა, დღევანდელი შეკრება წარმოადგენს ერთწლიან სიმბოლოს - იმ დღიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ „საზოგადოებას არა მხოლოდ ხმები, არამედ თავისუფლებაც და მომავალიც წაართვა“.„დღევანდელი შეკრება აღნიშნავს იმას, რომ ერთი წელის შემდეგ, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩვენთვის არა მხოლოდ ხმები წაერთმია, არამედ თავისუფლებაც და მომავალიც, ამასთან ეგონა, რომ დავიშლებოდით, დღეს ვიკრიბებით იმის სათქმელად, რომ არსად წავსულვართ, აქ ვართ და გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ შესრულდება ხალხის მოთხოვნები“,- განაცხადა ცუცქირიძემ.მისი თქმით, პროტესტი არის წინააღმდეგობის მთავარი ფორმა, თუმცა მხოლოდ აქციებით შემოფარგვლა არ უნდა მოხდეს:„პროტესტის გამოხატვა არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ფორმა. ეს აჩვენებს იმას, რომ აქ ვართ, დაუკმაყოფილებელია ჩვენი მოთხოვნები და არ ვეგუებით იმ უსამართლობას, რაც ხდება. გარდა პროტესტის გამოხატვისა, სხვა გზებიც უნდა იყოს გამოყენებული, რაც არის დიპლომატიური და პროტესტის სხვა შესაძლებლობები. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც ჩვენი წინააღმდეგობა უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე. ამასთან დაკავშირებით „თავისუფლების მოედანს“ ხვალ, 11:00 საათზე, გვექნება ბრიფინგი და დამატებით ვიტყვით იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც გადავდგამთ“,- განაცხადა ცუცქირიძემ.მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის მოთხოვნები რომ მოესმინა, პროტესტი არ გახდებოდა საჭირო.„ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს, რომ უსმენდეს, აქამდე გაიგებდა. მათ არ სურთ ხალხის მოსმენა, მაგრამ პატივს სცემენ ძალას. ერთადერთი ენა, რაც მათ ესმით ეს არის ძალის ენა, ამიტომ ჩვენ, მშვიდობიანი და დემოკრატიული ძალა ვაჩვენოთ ყველას - ერთმანეთსაც და საერთაშორისო თანეგობრობასაც“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

თამარა ჩერგოლეიშვილი 26 ოქტომბრის აქციაზე როგორც დიასახლისი ისე ეპატიჟება ხალხს. ამ ქალბატონს ყველა გვერდიდან დაბლოკილი ვყავარ, არადა წასვლას ვაპირებ და იქაც ბლოკებით იდგება? –...

ირინა სარიშვილი 26 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი აქციაზე ხალხს “როგორც დიასახლისი ისე ეპატიჟება”.„ამ წამს რომელიღაც სააგენტოს ვიდეო ვნახე, სადაც თამარა ჩერგოლეიშვილი დღევანდელ 26 ოქტომბრის აქციაზე როგორც დიასახლისი ისე ეპატიჟება ხალხს. ხოდა მე ამ ქალბატონს ყველა გვერდიდან დაბლოკილი ვყავარ, არადა წასვლას ვაპირებ და იქაც ბლოკებით იდგება? ვინც ჯერ კიდევ ხართ კონტაქტში ეგებ კითხოთ და გამაგებინოთ. თან იმდენი ვართ რო დაბლოკილთა მარშსაც "მოვხოდავდით" რო რამე”- წერს სარიშვილი.

ბოლო სიახლეები