ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ამირან გამყრელიძე: კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება განათლებაში, თუმცა ამას პარალელურად უნდა სდევდეს ინვესტიციები მეცნიერებაში

„კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება განათლებაში, თუმცა ამას პარალელურად უნდა სდევდეს ინვესტიციები მეცნიერებაში. სტუდენტი არ უნდა სწავლობდეს მხოლოდ იმას, რასაც ლექციაზე უკითხავენ. ის ასევე უნდა სწავლობდეს იმ საკითხის მეცნიერებას და უნდა იყოს მეცნიერულად მოაზროვნე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „National Geographic – საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა.
 
„ზოგადად ვფიქრობ, რომ ჩვენსავით პატარა ქვეყნისთვის რამდენიმე მთავარი დარგის განვითარებაში სახელმწიფოს ხელშეწყობა აუცილებელია. მათ შორისაა განათლება და მეცნიერება ერთად (რადგან განათლება მეცნიერების გარეშე და მეცნიერება განათლების გარეშე წარმოუდგენელია) და მოსახლეობის ჯანმრთელობა. თუკი ქვეყანას განათლებული, მეცნიერულად მოაზროვნე, ჯანმრთელი პოპულაცია ჰყავს, ის ყველანაირ ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაძლევს, რადგან ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა სოციალური კეთილდღეობის მთავარი შემადგენელი ნაწილია“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
 
მისივე განცხადებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებისას, მთავრობის დარწმუნება იმაში, რომ საჭირო იყო შეზღუდვების დაწესება, რთული არ ყოფილა.
 
„დაგვევალა, მთავრობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილება მოგვემზადებინა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს საქართველოში ებოლას პრობლემა არ დამდგარა, ჩვენ მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ. შესაბამისად, გარკვეული გამოცდილება გვქონდა. ასევე გვქონდა სხვა გადაუდებელ სიტუაციებთან გამკლავების გამოცდილებაც (წითელას ეპიდემია, 90-იანი წლების დიფთერია და ა.შ.). როგორც წესი, ასეთ დროს იქმნება საკოორდინაციო საბჭო და იგეგმება, ვინ რა უნდა გააკეთოს. ეს მხოლოდ ჯანდაცვის საქმე არ არის – პასუხისმგებლობა მულტისექტორულია. დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვარზე სწორ მოქმედებას, მთელ რიგ საკითხებში პასუხისმგებელია პოლიცია, გასათვალისწინებელია კარანტინის ადმინისტრირება, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობები თუ მრავალი სხვა“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1132-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.
 
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – 4 ოქტომბერს დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხდნენ, მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ...

4 ოქტომბერს დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა, „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობაში“ მალე მიხვდებიან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.„ილუზიები, რომელიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იქმნებოდა, 4 ოქტომბერს, საღამოსვე გაქრა. ამბოხის მონაწილე და მეთაურები ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ, მართლაც ასე გააკეთეს – ამბოხის მცდელობა 4-ში დაიწყეს და 4-ში დასრულდა წარუმატებლად. საჯარო მოწოდებები ჰქონდათ, აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში ყავის დასალევად რომ არ ეპატიჟებოდნენ, ეს იქვე ჩანდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმს აპირებდნენ და რომ მივიდნენ, ამის მცდელობაც ჰქონდათ. ეს მტკიცებულებები გამოძიებაში დევს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება. ეჭვი არავის ეპარება და ფაქტია, რომ დამხობისა და შტურმის მცდელობა იყო, დანაშაულები სახეზეა. 4 ოქტომბერს იდეა გადატყდა და დამხობების იდეა საბოლოოდ დასამარდა. „ნაცმოძრაობის“ მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები აღიარებენ, რომ დამარცხებული არიან და მათ გადატვირთვა უნდათ. მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდაა.„ეს კანონპროექტი არის ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საზღვრებზე სამართალდამცავი უწყებათაშორისი კოორდინირებული ჯგუფების შექმნას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოვახერხოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა ფაღავამ.პარლამენტი დღეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ბოლო სიახლეები