კვირა, აპრილი 27, 2025

ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დაიმახსოვრეთ -ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას დილით უნდა წაიკითხოთ

დღეს მართლმადიდებლები კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას აღნიშნავენ.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ტროპარიდაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაჲ აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაჲ, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.კონდაკიგამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაჲ-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაჲ და ქებაჲ აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.

ეკვადორში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორის ქალაქ ესმერალდაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მიწისძვრის შედეგად დანგრეულია და დაზიანებულია. შენობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლებიცეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ გააგზავნა პროვინციაში მინისტრები თავშესაფრების საკითხის მოსაგვარებლად და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

შალვა პაპუაშვილი-საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის. აქ სულელი არავინ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ, ეჭვი მაქვს,...

საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.„საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის. აქ სულელი არავინ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ - ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ყვარელში,  „კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლის დაწვა სცადეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისათვის დაუდგენელმა პირმა გელა უძილაურის საცხოვრებელ სახლს, სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებული "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა.აალების შედეგად, სახლის მცირე ნაწილი, დაახლოებით 2-3 კვადრატული ფართობი დაზიანდა. ვინ ისროლა " მოლოტოვის კოქტეილი", ან ვინ იმყოფებოდა იმ დროისათვის საცხოვრებელ სახლში, დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.ცნობისათვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა 14 მარტს ღამით, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით,ყვარელში მცხოვრებმა გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს, რამდენჯერმე ესროლა.მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.გელა უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უძილაურს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბოლო სიახლეები