ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ამერიკა უპირველესი იქნება:
„ამერიკის შეერთებული შტატების ოქროს ხანა იწყება, ამ დღიდან ჩვენი ქვეყანა გაიფურჩქნება და ახლიდან მოიპოვებს პატივისცემას, ყველას შეშურდება ჩვენი და არავის მივცემთ საშუალებას ამერიკის შეერთებული შტატები ბოროტად გამოიყენოს. ჩემი მმართველობის თითოეული დღე იქნება შემდეგნაირი – ჩემთვის, ამერიკა იქნება უპირველესი“,- აცხადებს დონალდ ტრამპი.
ოფიციალურად, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.