პარასკევი, თებერვალი 13, 2026

ალი მოჯანი: „შაჰი წავიდა და იმამი მოვიდა“ ირანი რევოლუციის 48-ე წლისთავს აღნიშნავს – ეს მოვლენა არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილება. ისლამური რევოლუცია, ირანელი ხალხისათვის იყო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირსების არსის ძირეული გარდაქმნა

თბილისში, 11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი ლაშა დარსალია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, სამხედრო ატაშეები, ასევე კულტურის, ეკონომიკის, პრესის და სხვადასხვა სფეროთა ცნობილი სახეები, საქართველოში მცხოვრები ირანელები დაესწრნენ.

სტუმრებს, სეიედ ალი მოჯანმა მეურლესთან და შვილთან ერთად უმასპინძლა.

 

 

შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა სეიედ ალი მოჯანიმ ისაუბრა:,,რამდენიმე წუთში, გადავაბიჯებთ დიადი ისლამური 47-ე წლისთავს და დაიწყება
თანამედროვე ირანის ისტორიაში ამ მნიშვნელოვანი მოვლენის 48-ე წლისთავი. ეს
მოვლენა არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილება. ისლამური
რევოლუცია, ირანელი ხალხისათვის იყო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და
ეროვნული ღირსების არსის ძირეული გარდაქმნა.
ორმოცდარვა წლის წინ, ირანელი ხალხი წინ აღუდგა იმ სისტემას, რომელიც
გადარჩენას უცხო ძალებზე დაქვემდებარებაში და იმდროინდელ ბიპოლარულ
სამყაროში აღმოსავლეთის ბლოკთან დაპირისპირებული დასავლური ბლოკის
წევრობაში ხედავდა. ირანელი ხალხის რევოლუციის ხმა ორ წინადადებაში იყო
გამოხატული: „შაჰი წავიდა და იმამი მოვიდა“. ირანის რევოლუციის მოწოდება ორ
სიტყვაში დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაში იყო ასახული, მონარქიის
რესპუბლიკური სისტემით ჩასანაცვლებლად.
რევოლუციის მთავარი გზავნილი იყო მორჩილებაზე უარი, ისტორიული დამცირების
მიმართ წინააღმდეგობა და ძალაუფლების ხალხისათვის გადაცემა საკუთარი ბედის
განსაზღვრის უფლების მოსაპოვებლად არჩევნების გზით, რაც განუწყვეტლივ
მეორდება ბოლო ორმოცდაშვიდი წლის განმავლობაში.
ორმოცდარვა წლის წინ, ამ დღეს, მე ვიყავი თერთმეტი წლის მოზარდი და
ვცხოვრობდი თეირანის შუაგულში, შაჰის სასახლიდან და პრემიერ-მინისტრის
ოფისიდან რამდენიმე ასეულ მეტრში. იმ დღის მოგონებები ჩემთვის ასოცირდება
რევოლუციის ქარცეცხლში მყოფ ქალაქთან, რომლის მოსახლეობაც ღირსების
დაბრუნებისათვის, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის გამოვიდა
ქუჩაში.

პატივცემულო სტუმრებო, ეს პირადი გამოცდილება ჩემი თაობისთვის დღეს აღარ წარმოადგენს მხოლოდ
მოგონებას. ეს უფრო ისტორიული პასუხისმგებლობაა. დღეს, თითქმის ნახევარი
საუკუნის შემდეგ, ირანის ისლამური რესპუბლიკა არის ერთგვარი გამოცდილება,
რომელშიც ირანელმა ხალხმა სცადა ერთდროულად შეენარჩუნებინა თავისი
პოლიტიკური დამოუკიდებლობა, სოციალური სტაბილურობა, ეკონომიკური
განვითარება და აქტიური რეგიონალური როლი.

დღევანდელი ირანი არის ქვეყანა, რომელიც დაძაბულ გარემოსა და მსოფლიოს ერთ-
ერთ ყველაზე მგრძნობიარე გეოპოლიტიკურ რეგიონში, გარე ზეწოლების, შიდა

მოვლენებისა და საერთაშორისო წესრიგის სწრაფი ცვლილებების ფონზე, ცდილობს
იყოს აქტიური და არა პასიური.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია გონივრული
ურთიერთქმედების, დიალოგისა და აქტიური დიპლომატიის პრინციპზე. ამ საგარეო
პოლიტიკის საყრდენი ჩვენი თავდაცვისუნარიანობაა, რომელიც თავის მხრივ, არა
მასობრივი მოსპობის იარაღზე, არამედ ეროვნულ რწმენაზეა დაფუძნებული. ამ
თავდაცვისუნარიანობის წყალობით, ირანი არასდროს ემორჩილება დიდი
სახელმწიფოების მიერ ნაკარნახევ პირობებს, არ ეგუება იზოლაციის ლოგიკას და
ყოველთვის მიესალმება დიალოგს, როგორც უთანხმოების გადაჭრის საშუალებას.
ირანის ისლამური რესპუბლიკა დიალოგის ერთადერთ პირობად
ურთიერთპატივისცემას, თანაბარ უფლებებს და ცალმხრივი სურვილების
თავსმოხვევის უარყოფას ასახელებს. ირანის აქტიური როლი ისეთ საერთაშორისო
სტრუქტურებში, როგორიცაა გაერო, მიუმხრობლობის მოძრაობა, შანხაის
თანამშრომლობის ორგანიზაცია, BRICS, ევრაზიის კავშირი და სხვა რეგიონული
მექანიზმები, მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში ამ ქვეყნის
ჩართულობის მაჩვენებელია.
ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ დიპლომატია შემაკავებელი ძალის
გარეშე არაეფექტურია. ირანის ტერიტორიის, საზღვაო აკვატორიისა და საჰაერო
სივრცის დაცვა ერის სიცოცხლის უფლების დაცვაა, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ
წაართმევს სხვა ერებს.
ზედიზედ ორი საუკუნის განმავლობაში ირანს არასდროს დაუწყია ომი, თუმცა მას
პასუხგაუცემელი არ დაუტოვებია ნებისმიერი საგარეო საფრთხე და აგრესია.
ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანი განვითარების გზას ომის, სანქციების,
პოლიტიკური ზეწოლისა და ფართოდ გავრცელებული შეზღუდვების პირობებში
დაადგა. მიუხედავად ამისა, ირანის სოციალური მიღწევები საკმაოდ თვალსაჩინოა:
საჯარო განათლების განვითარება, ჯანდაცვის ქსელის გაფართოება, სიცოცხლის
ხანგრძლივობის ზრდა და ღარიბ რაიონებში სოციალურ მომსახურებაზე წვდომა
მიღწეული იქნა არა უცხოური ინვესტიციებისა და მსოფლიო ბანკის დახმარების
წყალობით, არამედ სანქციების ქვეშ მოქცეული ირანელი ხალხის კოლექტიური
ძალისხმევით.
სანქციები ვრცელდება ისეთი აუცილებელი მოხმარების საგნებზე, როგორიც
მედიკამენტებია. თუმცა დღეს, აქ აუცილებლად ნახავდით ირანის სამეცნიერო
კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციას, რაც მოწმობს იმაზე, რომ ირანმა

მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაში მიაღწია
თვითკმარობის მაღალ დონეს და ქვეყნისთვის საჭირო მედიკამენტების უმეტესობა
ქვეყნის შიგნით იწარმოება.
ირანმა საკომუნიკაციო ქსელებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებით,
კომუნიკაციების სფეროში შექმნა უნიკალური შიდა ქსელი და ადგილობრივი
ინჟინერიის გამოყენებით შეაბიჯა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ეპოქაში.
ირანი დღეს აზიის ერთ-ერთი სამეცნიერო პოლუსია. ათობით ათასმა სტუდენტმა და
ათასობით სწავლულმა ირანი მსოფლო მასშტაბით სამეცნიერო წარმოების წამყვან
ადგილზე გაიყვანა. მედიცინაში, ინჟინერიაში, ავიაციაში, საინფორმაციო
ტექნოლოგიებსა და საბაზისო მეცნიერებებში მიღწეული წარმატებები, საომარ და
სანქციების პირობებში ადამიანურ რესურსებში ჩადებული ინვესტიციების შედეგია.
მინდა შევეხო აგრეთვე ირანში ქალების როლს ისლამური რევოლუციის შემდეგ, რაც
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური რეალობაა. დღეს ირანელი ქალები
აკადემიური საზოგადოების, ჯანდაცვის სისტემის, განათლების, კვლევისა და
სოციალური მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ქვეყნის
სოციალური განვითარების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და ეს მათი
ძალისხმევისა და საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიური როლის დამსახურებაა.
ბოლო ორმოცდაშვიდი წლის განმავლობაში სამეცნიერო და სოციალური წინსვლის
შეუჩერებელი პროცესი ისეთ პირობებში მიმდინარეობს, როდესაც ირანელი ხალხის
ნების შეცვლის მიზნით დაწესებული სანქციები კვლავინდებურად ძალაშია.
სანქციები მთავრობაზე უფრო მეტად ზიანს აყენებს რიგითი ადამიანების ცხოვრებას.
ავადმყოფები სტუდენტები, მუშები და მათი ოჯახები არიან სანქციების პოლიტიკის
პირველი მსხვერპლნი. სანქციები კოლექტიური დასჯის თანამედროვე ფორმაა.
ირანის ისლამური რესპუბლიკა დღეს ერთპოლუსიანი წესრიგიდან მრავალპოლუსიან
წესრიგზე, ჰეგემონიზმიდან თანამშრომლობაზე და სანქციების პოლიტიკიდან
დიალოგზე გადასვლის ისტორიულ გზაგასაყარზე დგას.
ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა კვლავ მზადაა ისეთი
ურთერთქმედებებისათვის, რომელიც დაფუძნებული იქნება პატივისცემაზე,
თანასწორობაზე და ერების მიერ საკუთარი გზის არჩევის უფლების აღიარებაზე.
შემთხვევითი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ირანი იყო პირველი ქვეყანა პარიზის
სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელმაც თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის
ოფიციალურ გამოსვლაში მოითხოვა კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს,
აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენთვის ძალიან
საამაყოა ის, რომ ირანი იყო ასევე პირველი ქვეყანა, რომელმაც 1918 წლის მაისში სცნო

საქართველოს დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენთვის პატივია თქვენს წინაშე
წარმოვადგინოთ ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტი.
საქართველოს, ჩვენს ორ ძვირფას მეზობელ – აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად,
ირანთან ჰქონდა და კვლავაც აქვს ისტორიული, ცივილიზაციური და კულტურული
კავშირი. 1616 წელს, ანუ 410 წლის წინ, ირანში ჩავიდა ქართველების პირველი ჯგუფი.
მათი უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ვაჭრობის განვითარებაში, არქიტექტურასა
და ირანის ტერიტორიის დაცვაში. დღეს, ისლამურ საბჭოს მეჯლის ერთ-ერთი წევრია
ირანელი ქართველების წარმომადგენელი, რომლებმაც ბოლო ოთხი საუკუნის
განმავლობაში შეინარჩუნეს თავიანთი ენა და კულტურა და წარმოადგენენ
დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ხიდს ჩვენს ხალხსა და დღევანდელ საქართველოს
შორის.
რეგიონის ურთიერთშემავსებელ ეკონომიკაში ირანის გადმოსახედიდან საქართველო,
თავისი სავაჭრო და ლოჯისტიკური როლისა და კულტურულ-საზოგადოებრივი
ცნობიერების გამო, მხოლოდ შორეული მეზობელი არ არის. დღეს საქართველო
წარმოადგენს ევროპისკენ მიმავალი ჩინეთის აბრეშუმის გზის და ინდოეთის
სანელებლების გზის გადაკვეთის ადგილს და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის
დამაკავშირებელ კვანძს.
ერთი სიტყვით, საქართველო არა მხოლოდ ირანის რეგიონული პარტნიორია, არამედ
ევრაზიული თანამშრომლობის სამომავლო არქიტექტურის მთავარი
გეოპოლიტიკური კვანძი და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიული
ხიდია.

შეგახსენებთ: ირანის ისლამური რევოლუციიდან 47 წელი გავიდა. 1979 წელს საპროტესტო გამოსვლების შედეგად ისლამური რესპუბლიკის მომხრე დემონსტრანტებმა, ამერიკის მოკავშირე შაჰი მოჰამედ რეზა ფაჰლავი ჩამოაგდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანი შეიძლება, იძულებული გახდეს, კარგ შეთანხმებას დათანხმდეს

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანი შეიძლება, იძულებული გახდეს, კარგ შეთანხმებას დათანხმდეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„მე ახლახანს დავასრულე მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის დროსაც ვესაუბრე ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ გვაქვს მჭიდრო, გულწრფელი და ღია ურთიერთობა. მოლაპარაკებები რამდენიმე საკითხს შეეხო, მაგრამ ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ირანელებმა უკვე გაიგეს, ვისთან აქვთ საქმე. ვფიქრობ, მის მიერ შექმნილმა პირობებმა, იმ ფაქტთან ერთად, რომ ისინი ნამდვილად ხვდებიან, რომ შეცდნენ, როდესაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეიძლება, კარგი შეთანხმების მიღწევის პირობები შექმნას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი შეთანხმების მიმართ, თუმცა, აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას, მისი ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვას და ირანის მოკავშირეებს.„მას სურდა ჩემი აზრის მოსმენა. არ დაგიმალავთ, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმების ხარისხთან დაკავშირებით ზოგადი სკეპტიციზმი გამოვთქვი. მაგრამ ვთქვი, რომ თუ შეთანხმება მართლაც მიღწეული იქნება, ის უნდა მოიცავდეს იმ ელემენტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პერსპექტივიდან, ისრაელის პერსპექტივიდან და მე მჯერა, არა მხოლოდ ისრაელის პერსპექტივიდან. საქმე მხოლოდ ბირთვულ საკითხს არ ეხება. ვიტყოდი, რომ ეს იყო საუბრის არსი, თუმცა, რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხო ღაზას, მთელ რეგიონს და სხვა ზოგად საკითხებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, გუშინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს – „უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით“

დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს.დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით.„დღეს პარლამენტისთვის წარდგენილი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტი უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო. ამასთან ერთად, აფართოებს გაერთიანებული სამეფოს ყველა არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას 16-17 წლის მოზარდებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები შექმნის სამართლიან, უსაფრთხო და ინკლუზიურ დემოკრატიას.„პოლიტიკაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვა იწყება პოლიტიკური ფინანსების რეფორმების ფართო პაკეტის მეშვეობით. კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც გაზრდის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას პოლიტიკაში. რეფორმების ფართო პაკეტი მოიცავს: გამკაცრებულ წესებს კომპანიების შემოწირულობებზე, ახალ სახელმძღვანელო პრინციპებს – „იცნობდე შენს დონორს“ და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არაკორპორაციული ასოციაციებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც ბრიტანეთის მთავრობაში განმარტავენ, ღონისძიებები განამტკიცებს მთავრობის „ნულოვანი ტოლერანტობის“ მიდგომას ბრიტანეთის დემოკრატიაში უცხოური ჩარევის მიმართ, რადგან მზარდი საერთაშორისო საფრთხეები აქტუალურს ხდის მოქმედების აუცილებლობას.„ბოლოდროინდელი შემთხვევები – მათ შორის ყოფილი ევროპარლამენტარის, ნეიტან გილისა და დიდ ბრიტანეთში მაცხოვრებელი ადვოკატის კრისტინ ლის, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ფარულად მომუშავე პირი – ხაზგასმით აჩვენებს ძლიერი ქმედებების საჭიროებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.ახალი მოთხოვნებით, პოლიტიკური შემოწირულობების განმახორციელებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან, აჩვენონ, რომ აქვთ ნამდვილი კავშირი გაერთიანებულ სამეფოსთან. ეს მოიცავს იმის ჩვენებას, რომ მათი მთავარი ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, მათ უმრავლესობას ფლობენ ან აკონტროლებენ ბრიტანელი ამომრჩევლები ან მოქალაქეები და აქვთ საკმარისი შემოსავალი შემოწირულობის დასაფარად, რაც ხელს შეუშლის უცხოელი აქტორების მხრიდან შესაძლებლობას, გამოიყენონ ფიქტიური კომპანიები დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენისთვის.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიზანია, ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, სხვათა შორის, დღეს იგივე გაიმეორა ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოღონდ თავის...

ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.„მას შემდეგ, რაც ევროკომისარ მარტა კოსისგან მოვისმინეთ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართველ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორნტონისგან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კი, არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამასწინათაც ვნახეთ – ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ა.შ. აწყობილია, როგორც ჩანს, გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება. სინამდვილეში, ეს ძალიან კარგად ჩანს და ამიტომაც არის დღეს მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება. წუხან, რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს, სხვათა შორის, ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ, რა თქმა უნდა, საქართველოზე ეს არ უთქვამთ, თავის თავზე თქვეს. ჩვენთან პირიქით, სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებენ. კანონმდებლობის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა, მათ შორის, დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა.

ცნობილი თურქი მსახიობი გარდაიცვალა

ცნობილი თურქი მსახიობი ქანბოლათ გორქემ არსლანი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც თურქული მედია წერს, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.მედიის ცნობითვე, მსახიობი ბეიოღლუში, საკუთარ სახლში შეუძლოდ გახდა, მეუღლემ სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა, თუმცა, ქანბოლატის გადარჩენა ვერ მოხერხდა.თურქი ვარსკვლავი დღეს, ახლობლებმა და კოლეგებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს.ქანბოლათ გორქემ არსლანს მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ ფილმსა თუ სერიალში.

„უფალმა მაჩუქა სიყვარულით, სიკეთითა და მზრუნველობით სავსე გულის ბიჭი“ – ემოციური მილოცვა კვარას დედისგან

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ-ს“ ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, იუბილარია. ქართული ფეხბურთის გამორჩეული ფიგურა დღეს 25 წლის გახდა. ამ მნიშვნელოვან დღეს სპორტსმენს უამრავი გულშემატკივარი ულოცავს.ემოციური ტექსტით ულოცავს დაბადების დღეს შვილს დედა, მაკა ლუკავა.„გილოცავ, დე! მადლობა უფალს შენი დედობისთვის! მიყვარხარ უსაზღვროდ და მიყვარს 12 თებერვალი, უფალმა მაჩუქა სიყვარულით, სიკეთითა და მზრუნველობით სავსე გულის ბიჭი! უფალმა დაგილოცოს წინ სავალი გზა ნიცასთან და დამიანესთან ერთად“, - წერს მაკა ლუკავა.

ბოლო სიახლეები