ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

ალი ასადოვი – აზერბაიჯანი-საქართველო წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში, რომ ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი დღეს სანდო პარტნიორები არიან, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც.

„ბატონო ირაკლი, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ნიკოლ, სომხეთის პრემიერ-მინისტრო და დარბაზში მყოფ დელეგატებსაც მივესალმები და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ტრადიციული მოწვევისთვის, ძალიან გულთბილი მიღებისთვის და ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის. ძალიან მახარებს, რომ დავბრუნდი საქართველოს დედაქალაქში, ყოველწლიურად თბილისი კიდევ უფრო შესანიშნავი ხდება, ქალაქი იზრდება, ვითარდება და გასულ წელს რომ შევადაროთ, ძალიან შთამბეჭდავია ზრდა და განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი ფორუმის თემატიკა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფორუმი სრულად იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ, გლობალურ საკითხებზე და დღის წესრიგზე. ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება და განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის და ტრანსპორტის მიმართულებით იქცევა ჩვენ დისკუსიის საგნად, ხაზს უსვამს ამ თავშეყრის მნიშვნელობას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს.

„აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის, დღეს ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ტრადიციულად ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა, გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ენერგეტიკის აკადემიის გაფართოებულ სხდომას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც ენერგეტიკის დარგში განსახორციელებელი პროექტების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებისა და ენერგოსექტორში ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომას ესწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიტა არაბიძე, ექსპერტები, ასევე ენერგოკომპანიებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სხდომაზე, რომელსაც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე უძღვებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მიმდინარეობისა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ბარიერებზე საქართველოს ელექტროსისტემაში. დარგის სპეციალისტებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკაში ხელოვნური ინტელექტის როლსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის შეფასებით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გააზრებისა და ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის დაგეგმვის მიმართულებით.“სხდომაზე განხილული საკითხები ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერები, პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში. საგულისხმოა, რომ ჩვენ ვამუშავებთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ენერგოეფექტურობისთვის, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ენერგეტიკული სისტემების მართვის ინოვაციური მოდელების შესაქმნელად.განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, რომლის გამოყენებაც ენერგეტიკაში არა მხოლოდ მონაცემთა ანალიზის და სისტემების ოპტიმიზაციისთვის არის შესაძლებელი, არამედ პროგნოზირებისა და ენერგორესურსების მართვის გაცილებით ჭკვიანური მოდელების დასანერგადაც. ვფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენერგოსექტორში გაზრდის სისტემების საიმედოობას, შეამცირებს დანაკარგებს და პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს მწვანე გარდაქმნების მიმართულებით. მთელ ამ პროცესში კი მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების სინთეზი გადამწყვეტ როლს თამაშობს, რაც აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისა და ტექნოლოგიური პროგრესისთვის,“ - აღნიშნავს ქეთევან ქუთათელაძე.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წარდგინებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

ევროპარლამენტმა ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდრჟეი პოჩობუტს სახაროვის პრემია გადასცა.„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სახაროვის სახელობის ჯილდოზე „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა.სახაროვის პრემიის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე გამოაცხადა.„ორივე მათგანი არის ჟურნალისტი, რომლებიც ამჟამად ციხეში იმყოფებიან ყალბი ბრალდებებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ და ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუტი მათ გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.ახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.

დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვნების პორნოგრაფიულ მასალებს ავრცელებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი შ.ყ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა- შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალებს, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით ინახავდა და ავრცელებდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და მეხსიერების ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ნადირაძე – ის, რაც გვაკლია, რაც გვჭირდება, ეს ერთობაა და ბევრი ბრძოლა მოქმედებითი, მოქმედებითი

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის მიერ საპატიმროში დაწერილ ლექსს ავრცელებს:„ჩვენი ბრძოლა გრამატიკულ ბრუნვებშიბევრს უნდა, ბრძოლა იყოს მისი სახელობითიზოგს კი სურს, იყოს მოთხრობითი ბევრი თაობის.ოპოზიციის ნახევარი მიცემითშია,რადგან რეჟიმთან ყოფნას არჩევს ნათესაობითს.ზოგიც ვერ ხვდება, რა მძიმეა ვითარებითიკომენტატორობს, არჩევს პოზას წოდებითისასდა იმის ნაცვლად, რომ იბრძოლოს ყველა ბრუნვაში,ის სხვას უყურებს და კვლავ სჯერა რუსთა მითისა.ალბათ გგონიათ, რომ გამომრჩა მე ერთი ბრუნვაროგორც ყოველთვის, გამოჩნდება ბევრი „ბეჯითი“.ის, რაც გვაკლია, რაც გვჭირდება – ეს ერთობაადა ბევრი ბრძოლა მოქმედებითი, მოქმედებითი.ირაკლი ნადირაძესაკანი 38“.

შალვა პაპუაშვილი – დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად, ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს – ტერორისტებსა და მოძალადეებს

გუშინ შევიტყვეთ, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის ელჩმა შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზვიად ცეცხლაძეს ციხეში მხარდამჭერი წერილი მიწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, „ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“.„ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, რომელიც საჯაროც გახდა და სისხლის სამართლის საქმის ნაწილი იყო, კარგად ჩანს, რომ ცეცხლაძე, რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირის ელჩს მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავს ქუჩის ომს – „გავიხსენოთ მაიდანი“, „დავამზადეთ ფარები“, „მოვაწყოთ ბარიკადები“, „გავჭიმოთ მავთულხლართები“,„დავყაროთ ლურსმნები“, „შეიძინეთ პიროტექნიკა“. წინა პოსტში დავწერე დიპლომატთა მისიაზე, კედლების ნაცვლად ხიდები რომ უნდა აშენონ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხოლო ხიდს – ტერორისტებსა და მოძალადეებს. ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა. ჩვენც ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები