„2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 9:10 საათზე, პლანეტის უმაღლეს წერტილზე, ევერესტის მწვერვალზე ვიდექი და ჩემს წინაშე მთელი პლანეტა გადაიშალა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მისკენ მიმავალ გზაზე, მე გავხდი ისტორიაში პირველი ქართველი ქალი, რომელიც ევერესტზე ავიდა. ჯერ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვიგებ, ვერ გადავხარშავ. ჯერჯერობით, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ.“ – წერს ალინა გამსახურდია.
წყარო: რადიო თავისუფლება