ალექსი პეტრიაშვილი: ვუერთდები”დროას” გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებსა და ადამიანებს

Read Time:45 Second

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შეუერთდა. ამის შესახებ „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, დღეს გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ პოლიტიკურ სივრცეშია, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს.

„ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებსა და ადამიანებს. „დროასთან“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პარტიები ახლა იძენენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ამ პროცესში შემოსვლა არის მართლაც გაბედული, სწორი და ქვეყნისთვის ძალიან სწორი ნაბიჯი.

„მიხარია, რომ ბუკასნაირი მებრძოლი, პრინციპული, მცოდნე, ევროპული დღის წესრიგისთვის თავდადებული, ამ ქვეყნისთვის ძალიან კონკრეტული შეედეგების მომტანი ადამიანი შემოუერთდა ჩვენს საერთო გუნდს. დღეს ბრძოლის ხაზი გადის პოლიტიკურ ველზე. პარტიები ახლა იძენენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ამ პროცესში შემოსვლა არის მართლაც გაბედული, სწორი და ქვეყნისთვის ძალიან სწორი ნაბიჯი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ პლენარული დისკუსია გაიმართა
Next post პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში