ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025

ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გაგრძელების საკითხს მხარს არ დაუჭერს

რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ არ მისცემს ხმას მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის გაგრძელებას.

„ამჟამად ჩვენი სამხედროები, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას ოკუპანტებისგან, ყველაზე ნაკლებად არიან დაცული ამავე ქვეყნის მიერ. ფაქტობრივად, ისინი მონობაში იმყოფებიან“, – აღნიშნა გონჩარენკომ.

მეორე მიზეზი, რის გამოც გონჩარენკოს თქმით, არ აპირებს, რომ ხმა მისცეს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას, არის ის, რომ ადამიანებს კვლავ იჭერენ ქუჩაში და ახდენენ მათ მობილიზაციას.

გონჩარენკოს განცხადებას უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადაში კენჭისყრის დროს „პუტინის კასტინგი“ ჩატარდება.

„პუტინის კასტინგის საბოლოო შედეგები რადაში უკვე ხვალ იქნება ნაჩვენები, მათ შორის, ვინც საომარი მდგომარეობის გაგრძელების წინააღმდეგ მისცემს ხმას“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტები ითვალისწინებს უკრაინაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას კიდევ 90 დღით. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს იქნება მე-15 კენჭისყრა საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გასაგრძელებლად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა მოხდა შარდენის 10 ნომერში – ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შარდენის 10 ნომერში მდებარე ღამის კლუბი, გამთენიისას სპეცოპერაციის ეპიცენტრი გახდა. გასართობი ობიექტიდან სამართალდამცველებმა 6 პირი ხელბორკილებით გამოიყვანეს.სომხეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს თაღლითობის მცდელობა ედებათ ბრალად. ექვსივე პირი ღამის კლუბის პერსონალია და პოლიციამ ისინი დანაშაულის ფაქტზე დააკავა. ჯგუფის წევრები კლიენტებს რეალურზე მეტის გადახდას სთხოვდნენ.„კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს ღამის კლუბის მეპატრონე, თეკლე ახალაძე ხელმძღვანელობდა. ის რუსეთის მოქალაქეა. 30 წლის ქალი პერსონალთან ერთად მოქმედებდა. კლიენტებთან მიმტანებს გაყალბებული ქვითრები მიჰქონდათ. უკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში უკვე სხვა თანამშრომლები ერეოდნენ და სტუმრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.გეგმის სისრულეში მოყვანა 6 კაციანმა ჯგუფმა ვერ მოასწრო. ირკვევა რომ კლუბში მისული სტუმრები, არარეალურად გაზრდილი თანხის გადახდაზე უარს ამბობდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, თაღლითურ სქემას, 10-მდე დაზარალებული ჰყავს. ისინი სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს.დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის წარდგენას ელოდებიან. .ღამის კლუბის მეპატრონე ბრალს არ აღიარებს. თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ სხვა დაკავებულებიც.შარდენის 10 ნომერში, ამ ღამის კლუბში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავების ღონისძიება სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით ჩაატარეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-ვე პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ისტორიაში პირველად, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს 🇬🇪

ჩემპიონთა ლიგის 1/4- ფინალის განმეორებით მატჩში „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილამ“ და „პსჟ“ 3:2 დაამარცხა. თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.პირველ შეხვედრაში პარიზელებმა 3:1 იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში 4:5 დაფიქსირდა.ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა დაცვაში ბევრი იმუშავა.გამოცემა Sofascore-ი ქართველი ვინგერის თამაშს 6,6 ქულით აფასებს.

ანა ბუჩუკური: ჰოი საოცრებავ! 24 საათია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, მათი მთელი აქტივი ისეთი მონდომებით მუშაობს გახარიას “გასაშავებლად”,მე პირადად თქვენი სახის დაკარგვაც მომწონს, პრინციპში,...

"ეს ხდება მარტივი მიზეზით - ოცნებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ოპოზიციაში მხოლოდ გახარიას აქვს "წვდომა" ოცნების ამომრჩეველზე... ოცნებამ ეს კომისია რომ სერიოზულად წააგო, მინიმუმ იმით დასტურდება, რომ მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ამ დრომდე 6 საათიანი პროცესიდან ვერაფერი, ვიმეორებ ვერაფერი გამოიყენა სათავისოდ. მაგრამ (!), ჰოი საოცრებავ! 24 საათია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, მათი მთელი აქტივი ისეთი მონდომებით მუშაობს გახარიას "გასაშავებლად", ასეთი მონდომებით ნეტა ივანიშვილის წინააღმდეგ იმუშავებდნენ... მე ახლა სპეციალურად არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. ალუდაღუდუშაურებს ოპოზიციაში მარტივად ამოიცნობს ამომრჩეველი.ძვირფასებო, როცა რაღაც თქვენ არ გამოგდით, ან არ შეგიძლიათ, კი არ უნდა გაბოროტდეთ, არამედ გააკეთოთ ის, რაც გამოგდით, ან ჯობია, არაფერი გააკეთოთ. ნუ, მე პირადად თქვენი სახის დაკარგვაც მომწონს, პრინციპში, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს მაინც ეცით პატივი-ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის"ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს

იაგო ხვიჩია: თუ რუსული რეჟიმი გვაქვს – როგორ აქვს „თიბისის“ მილიარდიანი მოგება, სადაც 20% ხაზარაძე/ჯაფარიძისაა? მისი ამდენი მშენებლობა რომ მიდის წარმატებით, ამდენი მაღაზია რომ...

წინა არჩევნების დროს ხომ არავინ გაარჩია, საიდან მოაქვს გვარამიას ფული, ამაზე ხომ საერთოდ არავინ ლაპარაკობდა? - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.„ხვიჩიას თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ასეულობით მილიონს შოულობენ და პარალელურად, პოლიტიკაში უაზროდ ხარჯავენ, ასევე ახდენენ ტელევიზიების პარალიზებას და ჟურნალისტებს პროფესიასაც ართმევენ. „ისევე როგორც კითხვები უნდა დაისვას, მაგალითად, „ლელო“ რომ პარალელურად ასეულობით მილიონს შოულობს, „თიბისის“ რომ მილიარდ სამას მილიონიანი მოგება აქვს და 20%-იანი წილი რომ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვს აქედან, ამდენი მშენებლობები რომ მიდის წარმატებით, მისი ამდენი მაღაზია რომ ფუნქციონირებს წარმატებით, როგორ? თუ ბიძინა ასეთია, თუ ჩვენ რუსული რეჟიმი გვაქვს, როგორ შოულობს ვიღაც ადამიანი ასეულობით მილიონებს ამ ქვეყანაში და როგორ ხარჯავს უაზროდ პოლიტიკაში, რომ არასდროს არაფერი გამოვიდეს, როგორ აჩერებს ტელევიზიებს და როგორ აპარალიზებს ტელევიზიებს, როგორ გართმევთ თქვენ პროფესიას, როგორც „ტვ პირველში“ ხომ ყველა ჟურნალისტს პროფესია წაართვა ხაზარაძემ სინამდვილეში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როდის დათბება საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.თბილისში 16 აპრილს იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.

ბოლო სიახლეები