კვირა, მაისი 4, 2025

ალექსანდრე ჩივაძე – ჩემი იუბილის ასე აღნიშვნისთვის ქართულ საზოგადოებას მადლობას ვუხდი

თბილისში, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და თბილისის „დინამოს“ კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა სახელოვან კაპიტანს ორგანიზაციის სახელით ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადასცა.

„ჩემი იუბილის ასე აღნიშვნისთვის ქართულ საზოგადოებას მადლობას ვუხდი. სამწუხაროდ, დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან დიდი ფეხბურთელები და იმ მწვრთნელთა პლეადა, რომელთა გვერდითაც მნიშვნელოვანი წარმატებები მოვიპოვე.

70 წლის გავხდი და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები დიდ სიხარულს მოგვიტანს. ძალიან ნიჭიერი თაობა გამოჩნდა და ჩვენ, ვეტერანებს, გვჯერა, რომ მათ დიდი წარმატება ელით“, – განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.

ალექსანდრე ჩივაძე თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი. ორჯერ დაეუფლა საბჭოთა კავშირის თასს (1976, 1979).

ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო 1981 წლის 13 მაისს, როცა თბილისის „დინამომ“ ისტორიაში ერთადერთი საერთაშორისო ტიტული – თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1980 წელს ჩივაძე საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

1980-1987 წლებში ჩივაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა და ჩატარებულ 46 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. 26 მატჩში გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა.

იგი მონაწილეობდა 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებში, ასევე ორ მსოფლიო ჩემპიონატში – 1982 წელს ესპანეთში და 1986 წელს მექსიკაში. ჩივაძე საყოველთაოდ მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის” – ზელენსკი პუტინის შეთავაზებაზე

შეწყდება თუ არა ცეცხლი უკრაინაში - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფრონტის ხაზზე ბომბების ხმა სიჩუმემ ჩაანაცვლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს.უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს ცეცხლი."მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის - სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის, მინიმუმ, 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა. 30 დღეში შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები. ამ მომენტის მდგომარეობით, რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის რუსეთის სურვილისა, შემდგომშიც გააგრძელოს ომი.ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი ჩამოვარდა უკრაინის ტერიტორიაზე… ჩვენ რუსეთს მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად პილოტი და მგზავრი დაიღუპა.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.ვენტურას ოლქის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი.რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, დასავლეთ ტეხასისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკოს სოფლებში, ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 7:47 საათზე მოხდა. ეპიცენტრი დასავლეთ ტეხასში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ უაითს სითიდან სამხრეთით, დაახლოებით 56 კილომეტრში მდებარეობდა.მიწისძვრა 6.27 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.ნიუ-მექსიკოს შტატის ედის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის მენეჯერის, ჯენიფერ არმენდარიზის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრა ბევრმა მაცხოვრებელმა იგრძნო, ნგრევის შესახებ ზარები არ შემოსულა".

სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

სვეტიცხოველში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ.დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის შემდეგ მსვლელობით სამ ნაკურთხ ჯვარს სამ ეპარქიაში წააბრძანებენ.საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ჯვართაღმართების დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).„ლიტურგიის შემდეგ სამ ახალ ჯვარს ნავებით, გადააბრძანებენ გეთსამანიის ბაღში აღმართულ „ქართლის მოქცევის“ სვეტთან. აქედან გზები სამად გაიყოფა. ჯვრებს მიაბრძანებენ მცხეთის ჯვრის, თხოთის მთისა და უჯარმის ტაძრებში. ამ ტაძრებში წინა წელს აღმართულ ჯვრებს კი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, სამ ეპარქიაში წააბრძანებენ, მცველად და მფარველად ქართველი ერისა.კერძოდ: მცხეთის ჯვრიდან - შიო მღვიმის მონასტერში;თხოთის მთიდან - თრუსოს მთავარანგელოსთა ტაძარში;უჯარმიდან - ალავერდის მონასტერში.მიიღეთ მონაწილეობა ჯვართამაღლების დღესასწაულში“, - აცხადებენ საპატრიარქოში.ჯვართაღმართება მირიან მეფის მიერ დაწესებული დღესასწაულია და იგი პატრიარქის კურთხევით 2007 წელს აღდგა.

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ბოლო სიახლეები