ევროკავშირის ივნისში გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარეობა გამოსწორებულიყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია.
„„ქართული ოცნების“ ეს პოზიცია გათვლილია იმ ხალხზე, ვინც ან ინგლისური არ იცის, ან არც წაუკითხავს წერილი. წერილში წერია, რომ ივნისში გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარეობა გამოესწორებინა. შედეგი იმისა, რომ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, სიტუაცია არ გაუმჯობესდა, არის დე ფაქტო შეჩერება, დღევანდელი მდგომარეობა, როცა ყველანაირი ურთიერთობა შეჩერებულია, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან, რადგან წერილში საუბარი იყო კონკრეტული პროგრამების შეჩერებაზე. ეს არის შედეგი იმისა, რომ ივნისში გაკეთებულ მოწოდებას „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჯერა და მის საწინააღმდეგოდ მოიქცა. ახლა „ოცნება“ ამბობს, რომ ევროკავშირმა ჩვენი გაწევრიანების პროცესი ივნისში თვითონ შეაჩერაო. ეს მხოლოდ იმ ხალხზეა გათვლილი, ვინც ამ წერილს არ წაიკითხავს ან ინგლისური არ იცის, რომ ამბავი გაიგოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

