ორშაბათი, აგვისტო 4, 2025

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ალეკო ელისაშვილი თუ იქნება მერობის კანდიდატი, მისი დამარცხება მარტივია, თუ მოგებაა მიზანი, არ მგონია, სერიოზულად განიხილებოდეს მისი კანდიდატურა

ჯერჯერობით ჩვენ არ ვგეგმავთ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას, მაგრამ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ელექტორალურად მომგებიანი იქნება, დავფიქრდებით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ წაგებულ თამაშში შესვლას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

„ვითარებაში, როცა ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი აურზაურია და მოგების შანსი ძალიან დაბალია, წაგებულ თამაშში შესვლას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. თუ ელისაშვილი იქნება კანდიდატი, მისი დამარცხება მარტივი იქნება, მათ შორის, ჩვენთვისაც. მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ადგილი დაიკავო თბილისში და ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტია გახდე, ღირდეს კანდიდატის დაყენება, მაგრამ ზოგადად ის, რაც გალილეომ მოაწყო, კანდიდატებზე, არჩევნებზე და ა.შ. ცოტა სასაცილოა. არ მგონია, რომ სერიოზულად განიხილებოდეს ელისაშვილის კანდიდატურა, თუ მოგებაა მიზანი. თუ უბრალოდ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ისიც უცნაურია, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კრიტიკა მოჰყვა ამ ყველაფერს მათ მიმართ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთის რაიონის სოფელი გოგიეთი იყო.ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

გთხოვთ გაავრცელოთ-18 წლის გიგი შავაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,18 წლის გიგისთვის “ უცვლელად გიზიარებთ პოსტის “ ჩემო მეგობრებო,ნაცნობებო თუ უცნობებო,თქვენი დახმარება გვჭირდება !გავერთიანდეთ და დავეხმაროთ გიგი შავაძეს, რადგან შეძლოს ფეხზე დადგომა ...უმორჩილესად გთხოვთ ღმერთი დაგლოცავთ და მადლად დაგიწერთ! ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია ვისაც რა საშვალება გაქვთ სასწრაფოდ ჭირდება სტამბულში გადაყვანა რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.საქართველოპირადი ნომერი:61004050492ანგარიშის ნომერი:#GE19BG0000000541462228მიმღები:ნესტან სურმანიძეთიბისიანგარიშის ნომერი:#GE57TB7518445064300060გოგიტა შავაძეგთხოვთ გადააზიაროთ- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გივიკო დიდია აქვეყნებს

,,ნუ შეგაშინებთ სიკვდილი. სიცოცხლე ჩვენს დროში ბევრად უფრო სახიფათოა” – 4 აგვისტო ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა

1935 წლის 4 აგვისტოს მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი, ვახუშტი კოტეტიშვილი დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1965 –1977 წლებში იყო თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ–ხელმძღვანელი 1994 წლიდან; პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები –1958 წელს; იყო თსუ-ის ირანული ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; შემდეგ – უფროსი მასწავლებელი; თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი; 1994 წლიდან ფოლკლორის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია; 1995 წლიდან ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში; სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი”, ჯამის „ლირიკა”, ჰაფეზის „ლირიკა” და სხვა. გადმოაქართულა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა; ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისთვის მიღებული აქვს ქართულ-ევროპული ინსტიტუტისა (1990, პარიზი) და ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს (1995, ვენა) პრემია. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის შესწავლისა და მისი პოპულარიზების საქმეში. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი სპარსულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და საგანგებო სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა. საკანდიდატო დისერტაციის თემა – „აფეზის ლირიკის გაგებისათვის”, დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა”, დაიცვა 1975 წელს. იყო პრემია „საგურამოს” და ლიტერატურული პრემია „საბას” მფლობელი, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

შალვა პაპუაშვილი – ყველამ პირდაპირ ეთერში მოისმინა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი, სექტემბერში პარლამენტი მთლიან დოკუმენტს გაეცნობა და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს

მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ღია და საჯარო იყო, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ყველამ თავისი ყურით მოისმინა კიდევ ერთხელ ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყველამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ.„ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ. ყველა მტკიცებულებაც გამოჩნდა. ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს. ასე რომ, ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში. სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, რომ მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, 4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება.

ლევან კოპალიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციის კანცლერად დაინიშნა

,,ლევან კოპალიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კანცლერილევან კოპალიანი საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორია. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის დღიდან მუშაობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ოპერაციების მენეჯერად. მისი უშუალო ჩართულობით შეიქმნა კამპუსის მართვის პირველი ქართული საოპერაციო მოდელი.ლევან კოპალიანი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, ტრენერი და პროექტების მენეჯერი, თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან. აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდული პროგრამების მომზადებასა და განვითარებაში. ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.ბიოგრაფია ვრცლად: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=564KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს! KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ამის შესახებ ინფორმაციას KIU-ს უნივერსიტეტი ავრცელებს

ბოლო სიახლეები