პრობლემა უფრო ფართოა, პოლიტიკურ სპექტრში ლაპარაკია აკრძალული, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ზოგადად, პოლიტიკა ხომ ლაპარაკს ნიშნავს, არა მუშტებით და არა იარაღით მოგვარდეს რაღაც ძალაუფლების საკითხი, ხომ? ზოგადად, ეს იმდენად აკრძალულია, რომ მაგალითად, ჩემი გადმოსახედიდან, პარლამენტში არშესვლის იდეა რომ რაღაცნაირად, კარგ იდეად ითვლება ოპოზიციურ ამომრჩეველში, ეს არის დიდი შეცდომა. იმიტომ, რომ თავისთავად, თუ რამე არსი არსებობს და თუ რამე ლოგიკაა პოლიტიკაში, ესაა სიტყვიერი დაპირისპირება ერთმანეთთან და პარლამენტი ერთ-ერთი ადგილია, სადაც ეს ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, რომც არ გინდოდეს და ამის სურვილი არ გქონდეს. ამიტომ, როცა ოპოზიციამ და ახლა „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, უარი განაცხადეს პარლამენტზე, რადგან რა მნიშვნელობა აქვს, თუ ოპოზიცია არ გყავს, გინდ პარლამენტში დაჯექი და გინდ პარტიულ ოფისში ხომ? პარლამენტი ვეღარ იქნება, თუ იქ ოპოზიცია არ არის. პარლამენტის არსი არის ლაპარაკი, ლაპარაკიდან მოდის და ვის უნდა ელაპარაკო, საკუთარ თავს? სარკეში ხომ არ ჩაიხედები? მაშინ იკარგება პოლიტიკის არსი და თუ პოლიტიკა არ გვექნება, მაშინ ხალხის უკმაყოფილება ხომ არსად არ გაქრება და საბოლოო ჯამში, ეს უკმაყოფილება დაგროვდება, დაგროვდება და ღმერთმა იცის, რაში გამოიხატება, რევოლუცია იქნება, თუ რაღაც სხვა ტიპის პრობლემები სოციალური, ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ პოლიტიკა იმიტომაც გვჭირდება, რომ ეს არ მოხდეს. ახლა, ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილება ამას ნიშნავს, მაგრამ იმის წინა გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, იმავე შინაარსისაა, რომ ლაპარაკზე ვთქვათ უარი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.