ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

ალექსანდრე რაქვიაშვილი: “სირცხვილიამ” ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ახსნა არ აქვს, სამართლიანად მიიღო ის კრიტიკა, რაც მიიღო

„სირცხვილიამ“ ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ შინაარსს ფაქტობრივად ახსნა არ აქვს, სამართლიანად მიიღო ის კრიტიკა, რაც მიიღო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარეგისტრირება საჩქარო არ იყო, არჩევნებამდე ერთ ჯარიმაზე მეტის მიღებას ვერ მოასწრებდნენ, 10 000 ლარი კი არც ისე დიდი თანხაა, რომ პრინციპებს უღალატო.

„არანაირი ჯარიმები მათ არ ელოდებოდათ, ყველაზე ადრე ოქტომბერში უნდა მომხდარიყო ეს. არანაირი საჩქარო საქმე არ იყო. ასე ენთუზიაზმით მიუდგე და დარეგისტრირდე რაღაც რეესტრში, რომელშიც დარეგისტრირება არ გინდოდა, ძალიან უხერხულად გამოიყურება. მეტიც, დიდი ალბათობით, არჩევნებამდე ერთ ჯარიმაზე მეტის მიღებას ვერ მოასწრებდნენ. 10000 ლარი მგონი არც ისე დიდი თანხაა, რომ პრინციპებს უღალატო, თუ ეს პრინციპები არსებობს. რით არის განპირობებული ეს შეცდომა?! სისულელე იქნება, თუ სუს-ის მართვადი პროცესია, თუ ვიღაცა მოისყიდეს, ყველანაირი ვერსია მოვისმინეთ. შინაარს ფაქტობრივად ახსნა არ აქვს, ისეთი შეცდომა დაუშვა „სირცხვილიამ“ და სამართლიანად მიიღო ის კრიტიკა, რაც მიიღო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე. ი. ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი...

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარია და და ზვიად ქორიძეზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მათ: "მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესე იგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო? )))) მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!"- წერს ალეკო ელისაშვილი  სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე  და ჟურნალისტ  ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს  და  მოუწოდებს  საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ  პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ  ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე  თავდასხმა  არ გახდეს წახალისებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე – დაღუპულია 4 ადამიანი

თბილისი - ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა ავტომობილებს დაეცა. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავდა.შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას- რას ყვება ზვიად ქორიძე

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ბათუმში მდებარე სასტუმრო "შერატონში" მას რამდენიმე ადამიანმი თავს დაესხა. "სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზედაც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ბოლო სიახლეები