ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირზეა, შეგვიძლია კარგად თამაში

Read Time:21 Second

ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირზეა, შეგვიძლია კარგად თამაში, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ასევე პასუხისმგებლობას ზრდის მეორე თამაშზე, იმიტომ, რომ ჩეხეთთანაც უკვე ყველა მეტს ელოდება ჩვენგან“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობას, ალექსანდრე იაშვილის თქმით, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

„ვარჯიშობს ინდივიდუალურად. ბევრად უკეთესად არის და დიდი იმედი გვაქვს, შემდეგი თამაშისთვის მზადყოფნაში იქნება“, – დასძინა ალექსანდრე იაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სიტყვები, რომელთა გამოყენებასაც ჩვენს ცხოვრებასა და კარმაზე განსაკუთრებული გავლენა აქვთ – ეზოთერიკოსის გაფრთხილება
Next post პაველ ჰერჩინსკი: ჩინეთს შეუცვლელ პარტნიორად განვიხილავთ, ამავდროულად, ვცდილობთ რისკ-ფაქტორების შემცირებას – საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან