ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ თამაში ბევრად წარმატებულად შეგვიძლია – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრის შემდეგ განაცხადა.
„გასულ წელს ჩვენი მიზანი ვერ შევასრულეთ. ერთა ლიგა კი კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ თამაში ბევრად წარმატებულად შეგვიძლია. რთული ჯგუფია, თუმცა გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში — ის გუნდური, ერთიანი თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმის გამოსასწორებლად, რაც გასულ წელს ვერ შევასრულეთ“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
ბელგიის დედაქალაქში გამართულ წილისყრაზე საქართველოს ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან უნგრეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია. ერთა ლიგის ახალი გათამაშების შეხვედრები ახალი გრაფიკით გაიმართება. „ჯვაროსნები“ 2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზედიზედ 4 თამაშს გამართავენ, ხოლო დარჩენილ 2 მატჩს – ნოემბერში.

