ბულგარეთი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ალექსანდრე თავართქილაძემ.
ნახევარფინალი ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ მოფარიკავესთან დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა.
მსოფლიოს თასზე 247 ახალგაზრდა მოფარიკავე ასპარეზობს.
ინფორმქციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

