ალეკო ელისაშვილი: ხვალ თუ „ოცნება“ ვეტოს დაძლევს, ნახავენ სინამდვილეში რატომაა ყველაზე ძლიერი და საშიში ქვეყანა აშშ

Read Time:37 Second

ხვალ თუ „ოცნება“ ვეტოს დაძლევს, ნახავენ სინამდვილეში რატომაა ყველაზე ძლიერი და საშიში ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატები,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

„ხვალ თუ „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს, ნახავენ სინამდვილეში რატომაა ყველაზე ძლიერი და საშიში ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატები. ხომ უთხრეს, რომ არ მიიღო კანონი, თორემ დაისჯებითო? – ენტონი ბლინკენის ერთი განცხადების შემდეგ, ლარმა რყევა დაიწყო. ამერიკა ძლიერი იმიტომ კი არ არის, რომ კარგ ფილმებს იღებენ, ძალიან ძლიერი სპეცსამსახური ჰყავთ და სინამდვილეში, ძალიან ბრუტალური ქვეყანაა მტრების მიმართ.

მთელ მსოფლიოს გვეუბნებიან, რომ არგუმენტი არ გაქვთო: ჯოზეფ ბორელს, ოლაფ შოლცს, ემანუელ მაკრონს… ყველას გვეუბნებიან, რომ არგუმენტი არ გვაქვს, მარტო თვითონ აქვთ არგუმენტი. რატომ? – იმიტომ, რომ „ეფ-ეს-ბე“-ს უთხრა ასე გააკეთეთო. ეს არის „ეფ-ეს-ბე“ – ს ინსტრუქციებით მოქმედება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით კაჭარავა “ქართულ ქარტიაზე”: ნაცმოძრაობა დაპირისპირებულია სხვა პარტიებთან და ეს ქარტია ფარატინა ფურცელია – გარედან დავალება მისცეს, უნდა გაერთიანდეთო და ამიტომ საერთო პოზიცია დააფიქსირეს
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა