პარასკევი, თებერვალი 6, 2026

ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი

ჩემთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი, ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით დაგრიალებს ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას: „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, არ იცის, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებში რა როლს თამაშობს კეზერაშვილი, მაგრამ მისი განცხადებით, აფინანსებს მედიას და შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებსაც.

„ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი. ადამიანი, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით ცხოვრობს და დაგრიალებს ევროპაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია – შსს- დეტალებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, 2000 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.„ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.სამართალდამცველებმა ფ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო.მედიის ინფორმაციით, წინასწარი მატჩი ხუთშაბათს უნდა დაწყებულიყო, როდესაც ექიმებმა ფინეთის ქალთა ჰოკეისტთა გუნდში ვირუსის შემთხვევები დაადგინეს.„გადაწყვეტილება სამედიცინო პროფესიონალებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ფინეთის ნაკრებში ნოროვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ეს გადაწყვეტილება კოლექტიურად, დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად იქნა მიღებული. მოთამაშეების, გუნდის პერსონალის, ოფიციალური პირების და ტურნირის ყველა მონაწილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტია“, – ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებაში.როგორც ცნობილია, გადადებული მატჩი 12 თებერვალს „რო არენაზე“, სპეციალურად ჰოკეისთვის აშენებულ დროებით არენაზე  გაიმართება.ცნობისთვის, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვლიდან 22 თებერვლამდე იმართება. ნოროვირუსი გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციას და ვლინდება ძირითადად ღებინებით, დიარეით, მუცლის ტკივილითა და ზოგჯერ ცხელებით; ის ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით.

გიორგი კვერნაძის გოლი იანვარში სერია B-ში საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი კვერნაძის გამარჯვების გოლი „რეჯანას“ წინააღმდეგ სერია B-ს 21-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.„წამის მეასედის საკითხი იყო – კარს გახედა, დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, – ასე ლაკონურად შეაფასა სერია B-ს გვერდმა ქართველის გოლი.„ფროზინონეს“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ „რეჯანას“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც გუნდს 1:0 გამარჯვება მოუტანა. გამოკითხვა ლიგა B-ს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა.ეს „ფროზინონეს“ 22 წლის თავდამსხმელისთვის სეზონში მესამე გოლი იყო.

დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.„ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“ – Entrepreneur Georgia

„ჟუჟუნა ღვინოს“ და „მილენიან ჰაბის“ თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში Entrepreneur Georgia ავრცელებს.„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“, - წერს Entrepreneur Georgia.გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ბოლო სიახლეები