არაერთ მნიშვნელოვან საკითხს ვართ შეჭიდებულები, ორი ადამიანი ვართ, მაგრამ ნელნელა ეს ფერხული გადმოდის და აღარ არის მხოლოდ ზიზღი, გინება და წყევლა. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ ბოიკოტი უაზრობა იყო. ჯერ ერთი, რა ბოიკოტი ის იყო. ხელს აწერდნენ უწყისებს, რომ არები არ ჩაწეროდათ და ხელფასი აეღოთ. მოდიოდნენ, ხელს აწერდნენ და მიდიოდნენ. მერე მიხვდნენ რომ ბოიკოტი იყო სრულიად უშედეგო. ასეთი მშვიდი და კორექტული „ნაციონალური მოძრაობა“, როგორიც ბოლო სხდომაზე იყო, მე არ მახსოვს. ისინიც მიხვდნენ, რომ ეს კივილები, წივილები, ფეხშიშველა მაგიდაზე შეხტომები და სალტოების კეთება თავმჯდომარის ტრიბუნასთან არაფრის მომტანია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
„ვეტერანები უკვე ერთი თვეა იღებენ 100 ლარს და არა 22 ლარს. ეს არის ძალიან ცოტა, მაგრამ 100 ლარი 22 ლარზე მეტია. მარტო მე ვყვიროდი ოპოზიციიდან, როგორ არ ვთქვა ეს. ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ აუბამს მხარი. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობდნენ, რომ გასაზრდელიაო და მარტო მე. სანამ პარლამენტში ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვეტერანების დახმარება წლიდან წლამდე იზრდებოდეს. დახმარებაც არ არის ეს, სხვა რამე უნდა დაერქვას. ამ ადამიანებმა სიცოცხლე გადადეს, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა. სანამ პარლამენტში ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აშენდეს ახალი საავადმყოფო ვეტერანებისთვის, სადაც მათ უფასოდ მოემსახურებიან. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ პენსიებთან დაკავშირებით ჩვენი რამდენიმე თვიანი ძალისხმევა წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.