„ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, პოლიტიკური კლასი დაკარგა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში შესვლის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი, არასერიოზულია.
„აღარც პოლიტიკური ალღო აქვთ, აღარც პოლიტიკური პრაგმატიზმი. პარლამენტში რომ შემოდიხარ და მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, არასერიოზულია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.