ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

ალეკო ელისაშვილი – ზუსტად ის არ მომწონს, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე პარტიულ სიაში ჩასვამენ – ლანძღვა მარტივია, მაგრამ პარტიების შექმნა გაცილებით რთულია, ვისაც უნდა, ამაში თავი გამოცადოს, გამოცადოს

შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთნენ ამ პროცესებში, ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე წაიყვანენ ხოლმე და პარტიულ სიაში ჩასვამენ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტმა პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები გამოკვეთა.

„შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთნენ ამ პროცესებში და ასეც არ არის ახლა, ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე წაიყვანენ ხოლმე და პარტიულ სიაში ჩასვამენ. უცბად რომ ვინმე გამოვარდება და მისგან გინდა მერე პოლიტიკოსი გამოძერწო, ეს ასე არ არის. პოლიტიკოსების კრიტიკა და ლანძღვა მარტივია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების შექმნა გაცილებით რთულია. ვისაც უნდა, ამაში თავი გამოცადოს, გამოცადოს. არც ის არის პრობლემა, მლანძღავდნენ და მაკრიტიკებდნენ, მაგრამ უნდა გვაჩვენონ, რომ უკეთესები არიან.

თვითონ პროცესია მაგარი. მე რაზეც სულ მწყდებოდა გული, ის არის, რომ განცდა მქონდა, რუსებმა 200 წლის მანძილზე წაგვართვეს პასუხისმგებლობიანი მოქალაქისა და სამშობლოს საკუთრების განცდა და ჩვენი სამშობლოს სიყვარული ყანწების ტრიალში გადავიტანეთ და იმაში, თოფის ლულაში ჩაასხამდი ღვინოს – ვინ უფრო მეტს დალევდა, ეჯიბრებოდნენ და გასკდებოდნენ – ამაში იყო გადატანილი სამშობლოს სიყვარული. ახლა ყველა ხვდება, თუ გინდა, რომ დაამტკიცო სამშობლოს სიყვარული, კარგი პასუხისმგებლობიანი მოქალაქე უნდა იყო, ქუჩა არ უნდა დაანაგვიანო… რუსთაველის გამზირზე სიგარეტის ნამწვი არ გდია – აი, ეს არის, ეს მომწონს ყველაზე მეტად. ხალხს რომ სწორი პრეტენზიები აქვს, მომწონს. ახლახან შევხვდით პატიმრების ოჯახის წევრებს და თითს გვიქნევდნენ, ისე გველაპარაკებოდნენ, როგორც ხალხი უნდა ელაპარაკოს ყველა პოლიტიკოსს – ძალიან სწორია ეს ამბავი, მე ეს ძალიან მომწონს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ. ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან – გიორგი კახიანი ოპოზიციაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ფლანგი ისედაც ერთ ძალას წარმოადგენს, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა აღარ აქვს.„სიმართლე გითხრათ, ღიმილის მომგვრელიც არის საუბარი მათ მხრიდან იმაზე, რომ კიდევ ახალი გაერთიანებები შეიქმნას. რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ, ერთი პატრონი არ ჰყავდეთ, თითქოს ერთი ხელით არ იმართებოდნენ. ისედაც ერთნი არ არიან? როდესაც სჭირდებათ ერთად არიან, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ვითომ ცალ-ცალკე ჯგუფებად წარმოჩნდებიან. რაც არ უნდა გააკეთონ, ეს არის ძალა, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან“, - განაცხადა კახიანმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ფინანსურ მხარდაჭერას. დეპუტატმა ამ მხრივ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„თუკი დაფინანსების ასეთი მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული იქნება“, - განაცხადა კახიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება – „ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს დიალოგი, ღმერთმა ქნას, ომი...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.მისივე თქმით, მანამდე გაიმართება უკრაინის და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა.„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხვალ და ზეგ გაიმართება სამმხრივი შეხვედრები. იმედი მაქვს, საამიროებში ეს იციან, რადგანაც ხანდახან ამგვარი სიურპრიზები გვაქვს ხოლმე აშშ-ის მხრიდან. ვფიქრობ ეს კარგია, თუ ტაქტიკურ დონეზე სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ სამმხრივ შეხვედრებს. იმედი მაქვს, ვიპოვით რამეს. რუსები მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის. ყველა უნდა იყოს მზად კომპრომისებისთვის, მხოლოდ უკრაინა არა. ვნახოთ, რა იქნება შედეგი, ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს დიალოგი. ღმერთმა ქნას, ომი შეჩერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კორუფციის საქმეზე ბრალდებულ იულია ტიმოშენკოს მხარდაჭერას უცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს, რომელიც კორუფციის საქმეზეა ბრალდებული, მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.„ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან, რომელიც უკრაინის დიდი პატრიოტი და ძალიან ცნობილი საერთაშორისო ფიგურაა. არსებობს აღქმა, რომ მას შესაძლოა, უსამართლოდ მოეპყრან და მოვუწოდებთ გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესისკენ.გვჯერა, ის იქნება უდანაშაულო და გააგრძელებს უკრანელების კეთილდღეობაში წვლილის შეტანას შემდგომი დაბრკოლებების გარეშე. უკრაინას ის თავისუფალი და უსაფრთხოდ სჭირდება“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელის, იულია ტიმოშენკოს ოფისში 13 იანვარს წინ ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, დაავალა პასპორტის ჩაბარება და აუკრძალა ნებართვის გარეშე კიევის დატოვება.

პედიატრის გაფრთხილება მშობლებს

პედიატრი, თეო ტაბატაძე სიცხის დამწევებთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს.სპეციალისტს მივმართოთ და გადავამოწმოთ, რომელი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ ბავშვებისთვის:„ორი ჯგუფის სიცხის დამწევს ვიყენებთ პატარებში სიცხის კონტროლისთვის, ეს გახლავთ პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფი. ხანდახან არის ხოლმე, რომ ეს ჯენერიკი ნივთიერებებია, მაგრამ კომერციული, გასაყიდი სახელი სხვადასხვა ჰქვია და შესაძლოა, რომ ორივე ერთსა და იმავე ჯგუფს იყენებდეს პაციენტი სხვადასხვა სახელით მაგალითად პარაცეტამოლს, რაც შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზი აღმოჩნდეს და პირიქით გავაუარესოთ მდგომარეობა. ან პირიქით იბუპროფენს იყენებდეს პაციენტი ორმაგად, რაც არ არის სასურველი.ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ თუ არის მწვავე მიმდინარეობა, განსაკუთრებით თუ ეჭვი არის იმ ვირუსზე, რომელიც ახლა არის გავრცელებული, მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის შემდეგ რეკომენდაციებისთვის მაინც დაუკავშირდეთ სპეციალისტს…“, – ამბობს პედიატრი.

დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება, სადაც მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ შესახებ პანელურ დისკუსიაში და ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

ბოლო სიახლეები