ბატონი უგულავას რჩევებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ – ნორმალურ ქვეყანაში, ადამიანი, რომელსაც 50 მილიონი აქვს მოპარული, საჯარო ფიგურა საერთოდ ვეღარ იქნებოდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„თუმცა ფაქტია არის, თუმცა ვხედავთ, როგორც გაცვთა მისი ბრძნული აზრები. ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ იმას, რომ პოლიტიკური ქცევა უნდა იყოს საქმეზე ორიენტირებული, მარტო საქმეზე უნდა ვკამათობდეთ, მარტო საქმეზე უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა იყოს თანამშრომლობაც – სხვანაირად ეს ქვეყანა წინ ვერ წავა, ვიქნებით ღარიბი და ღატაკი“, – განაცადა ალეკო ელისაშვილმა.