აკეთე სიკეთე! ხვალ შეიძლება შენც რამე შეგემთხვეს!-ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თავის ,,ფეისბუქ” გვერდზე წერს.
,,გუშინ მეგობრებო ესეთი რამ მოხდა! ერთმა მოხუცმა სამარშუტო ავტომობილის მძღოლმა, ერთი მაღალჩინოსანის ავტომობილს მანევრირების დროს ზიანი მიაყენა! ეს მოხუცი, შეშინებული მანქანიდან გადმოვიდა, აკანკალებულმა სიგარეტს მოუკიდა და ბოდიშების მოხდა დაიწყო! მაღალჩინოსანი მანქანიდან გადმოვიდა, მოხუცს ხელი ჩამოართვა და პირიქით დახმარება შესთავაზა! მოხუცი დაიბნა, პატარა პაუზის შემდეგ მადლობები იხადა და ერთი ისტორია მოყვა: სამწუხაროდ ადრეც შემთხვევია მსგავსი ინციდენტი (ნაცების დიქტატურის დროს) მაშინ დაუჭერიათ! მანქანა წაურთმევიათ და დიდი ფულის სანაცვლოდ ციხიდან გამოუშვიათ! აკეთე სიკეთე! ხვალ შეიძლება შენც რამე შეგემთხვეს! ის მაღალჩინოსანი ქვეყნის პატრიოტია! ჩვენი თანამებრძოლეა, რომელიც 24:00 საათის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს! ჩემი ძმობილი”- წერს დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე