აკაკი ზოიძე – „ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, „წითელას“ მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია

Read Time:38 Second

პირველად ჯანდაცვაზე მიმართვიანობა მოიმატებს და მთავარია არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი, რათა ის ადამიანები არ დაიღუპონ, ვინც არ უნდა დაღუპულიყვნენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

“პირველადი ჯანდაცვის სექტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდება, იმიტომ, რომ მოიმატებს მიმართვიანობა და იმედი მაქვს, რომ კარგად გაართმევენ თავს. აქამდე ჩვენი მოქალაქეების ახალგაზრდა ნაწილი ავადდებოდა, იმიტომ, რომ ომიკრონი გავრცელდა დიდი მობილობის შედეგად. ახლა უკვე მათი ოჯახის წევრები და ხანდაზმულები. იმატებს, როგორც ვუყურებთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მათ შორის.

მთავარია არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი. იმიტომ, რომ მერე დაღუპვას დაიწყებენ ის ადამიანები, რომლებიც არ უნდა დაღუპულიყვნენ. არა მხოლოდ კოვიდით დაავადებულები. ამიტომ, პირველადი ჯანდაცვა ძირითადი ფრონტია, სადაც უნდა იბრძოლონ ექიმებმა, რომ ადეკვატური მართვა გაუწიონ დაავადებას ადგილზე და ადეკვატური რჩევები მისცენ, რომ არ გაურთულდეთ დაავადება ისე, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გულუაშვილი: დადგინდა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის დროს შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა
Next post გოგა ხაინდრავა „ნაცმოძრაობაზე“: ისინი არ არიან ხელისუფლების ოპონენტები, ისინი ამ ქვეყნის ოპონენტები არიან