პარასკევი, ივნისი 6, 2025

აკადემიკოსი ავთანდილ არაბული – ჩვენ არ დავპირისპირებივართ სახელმწიფოს, ვიცავდით უნივერსიტეტს, ვიცავდით კანონს და ამით ვიცავდით სახელმწიფოს სახელმწიფოს მტრებისგან

ჩვენმა იურისტმა კოლეგამ გვითხრა ასეთი ფორმულა, რომელიც ყველაზე მტკივნეულად მახსოვს იმ დროიდან: თქვენ სახელმწიფოს დაუპირისპირდით და აუცილებლად დაისჯებით. ჩვენ არ დავპირისპირებივართ  სახელმწიფოს, ჩვენ ვიცავდით სახელმწიფოს, ვიცავდით უნივერსიტეტს და ამით ვიცავდით სახელმწიფოს, – ამის შესახებ აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხი განიხილება.

ავთანდილ არაბულის თქმით, ვინც კანონს იცავს, კანონს ესარჩლება, ის იცავს სახელმწიფოს.

როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, იყო პროფესურის გასამართლების მცდელობა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ისეთ ქმედებაში მონაწილეობას, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას.

„მინდა, ხაზი გავუსვა ორ რამეს – როდესაც ჩვენ უწყებები მოგვივიდა, სახლებში მიიტანეს და გული გაუხეთქეს ჩვენს ოჯახებს, ღამით, შუაღამისას, ჩვენ აქციაზე ვიყავით მაშინ. როდესაც საქმე აღიძრა, მაშინ ერთმა ჩვენმა იურისტმა კოლეგამ, სხვათა შორის, არა მოწინააღმდეგემ, არამედ თანამებრძოლმა, გვითხრა ასეთი ფორმულა, რომელიც ყველაზე მტკივნეულად მახსოვს იმ დროიდან: თქვენ სახელმწიფოს დაუპირისპირდით და აუცილებლად დაისჯებით, დაიბანე ხელი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ დავპირისპირებივართ  სახელმწიფოს, ჩვენ ვიცავდით სახელმწიფოს, ვიცავდით უნივერსიტეტს და ამით ვიცავდით სახელმწიფოს. ვინც კანონიერებას იცავს, ვინც კანონს იცავს, კანონს ესარჩლება, ის იცავს სახელმწიფოს. ჩვენ ვიცავდით სახელმწიფოს სახელმწიფოს მტრებისგან. ჩვენ ასე ვიყავით მაშინ ჩამოყალიბებული და დღესაც ასე მჯერა, რომ ყველა ნაბიჯზე, ფორსირებულად ისინი არღვევდნენ კანონს, მათ შორის თავისივე მიღებულ კანონს, ჩვენ წავედით კანონის დაცვის გზით, ეს იყო ჩვენი ტაქტიკა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, დასაწყისში დიდი მღელვარება იყო და ვარაზისხევი გადაკეტეს, შემდეგ ჩვენ, სწორედ ჩვენი ინიციატივით, ესეც გამოვრიცხეთ, რათა ჩვენი ხალხისთვის არ შეგვექმნა დისკომფორტი და ეს პროტესტი, რომელიც უნივერსიტეტის დასაცავად იყო, ყოფილიყო უნივერსიტეტის ფარგლებში. როდესაც ჩვენ საბოლოოდ ფიზიკურად გამოგვაძევეს უნივერსიტეტიდან, ვიყავით პირველი კორპუსის ძირითადი შესასვლელის კიბეების თავზე, მიტინგებსაც იქ ვატარებდით და ღამეებსაც იქ ვათევდით; მეორე, რომელიც ორივე მხრიდან ისმოდა, არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების, მომხრეების მხრიდან, თქვენ დამარცხდით და შეეგუეთ ამას, ამას გამუდმებით გვაგონებდნენ. ჩვენ მოგვერივნენ, ჩვენ არ დავმარცხებულვართ. ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში ვიქნებოდით დამარცხებული, თუ ის ე.წ. რეფორმა, რომელიც მათ წამოიწყეს და განახორციელეს, იქნებოდა წარმატებული, გამარჯვებული და დღეს ჩვენ ვაღიარებდით, რომ მივიღეთ სკოლაში, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში, უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში და მეცნიერების სფეროში აყვავება, მაშინ მე დიდი სიხარულით ვაღიარებდი, რომ დავმარცხდი, მაგრამ, საუბედუროდ, არ დავმარცხებულვართ, დღეს ეს დღეც დასტურია, რომ ჩვენმა მაშინდელმა პროტესტმა, სწორმა პროტესტმა გაიმარჯვა და ისევ ისე აქტუალურია დღესაც. როცა ამ დაპირისპირებას ვუყურებთ, ჩვენი მხარე ვინც იყო, უნივერსიტეტს ვინც წარმოადგენდა, ეს იყო ძალიან დიდი დამსახურების, საოცარი პროფესურა, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი სამეცნიერო ცენზი და რომელთაც ჰქონდათ უდიდესი თანამდებობები. კათედრის და დეკანატის ხელმძღვანელობა ძალიან მაღალი პოზიცია იყო და ყველა იყო დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი. ჩვენ გვიპირისპირდებოდა ძალა, რომელიც ამ თვალსაზრისით იყო, სრულიად უხერხულიც კია, კვალიფიკაცია ვახსენო, ბნელი ძალა იყო, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რომელსაც მეცნიერებაში რაღაც გაეგებოდა, ძირითადი ორგანიზაცია მათი იყო ისეთი, რომელსაც არაფერი გაეგებოდა არც განათლების, არც მეცნიერების და მხოლოდ მითითებებს ასრულებდა“, – განაცხადა ავთანდილ არაბულმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები