ირანი მზადაა, ნებისმიერ ახალ სამხედრო თავდასხმას უპასუხოს, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
მისი თქმით, თეირანი შეძლებს მოწინააღმდეგეებისთვის უფრო დიდი დარტყმის მიყენებას, ვიდრე ეს 12-დღიანი ირან-ისრაელის ომის დროს მოხდა.
„ამერიკული ბაზა, რომელსაც ირანი დაესხა თავს, ძალიან მგრძნობიარე რეგიონალური ბაზა იყო. ირანს შეუძლია, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და სხვებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ამასთან, ირანის პარლამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ არ უნდა განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები აშშ-თან, ვიდრე წინაპირობები არ დაკმაყოფილდება.