ადამიანები, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუაციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
ხამენეის თქმით, თეირანი არასდროს დაემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას.
„მათ სურთ, რომ ირანი დაემორჩილოს ამერიკას. ირანელი ერი მთელი თავისი ძალით დაუპირისპირდება მათ, ვისაც ასეთი მცდარი მოლოდინები აქვთ. ადამიანები, რომლებიც გვთხოვენ, რომ არ გამოვაქვეყნოთ ლოზუნგები აშშ-ის წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს გვთხოვენ, სიტუციას მხოლოდ გარეგნულად ხედავენ, ეს საკითხი გადაუჭრელია“, – აღნიშნა ხამენეიმ.